#OK! “ლალიკო”- ქართული რესტორნის პირველი ნაბიჯი ამერიკაში!

1 week ago 5

„ლალიკო“, ახალი ქართული რესტორანი ნიუ-იორკში, ქართული სამზარეულოს მდიდარ ტრადიციებსა და თანამედროვეობის შემოქმედებით ნაზავს გვთავაზობს. ქართულმა რესტორანმა ამერიკელი food ბლოგერისა და The New Yorker-ის ჟურნალისტის ჰელენ როსნერი მოწონებაც კი დაიმსახურა, რომელმაც ქართულ რესტორანსა და ხინკალს სტატია მიუძღვნა.

“ლალიკოს”, რომელიც ვესტ ვილიჯში მდებარეობს, გარედან მხოლოდ სახელი ამშვენებს, ხოლო მის გვერდით არსებულ დიდ მინის ფანჯარაზე ნათლად ანათებს წარწერა:  „საქართველოს ისტორიები“.

“ლალიკო” არის გურამი ონიანის პირველი ამერიკული პროექტი. მისი კომპანია, “Guliani Group,” თბილისსა და მოსკოვში დაახლოებით ოცდაათამდე დაწესებულებას მართავს. ონიანი ამბობს, რომ სურს თავისი  საქართველოს სამზარეულო მსოფლიოს გააცნოს და ჩრდილოეთ ამერიკაში მეტი ქართული რესტორანი გაიხსნას.

რესტორნის მთავარი შეფი, მანუჩარ ციკოლია. ის სამზარეულოში მუშაობს რუსლან გიორგბერიძესთან ერთად, რომელიც სპეციალიზებული ხინკლის მზარეულია. ასევე სამზარეულოში მათთან ერთად ჯიმი კურტანიძე ქმნის შედევრებს.

„ლალიკო“ გთავაზობთ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე კერძებს. ხინკალი სხვადასხვა შიგთავსით: საქონლისა და ღორის ხორცი, ცხვარი, ყველი და სოკო ტრიუფელის სოუსით. განსაკუთრებული ყურადღებას იქცევს „დედა ხინკალი“—გიგანტურ ხინკალი, რომლის შიგნითაც მოთავსებულია ექვსი პატარა ხინკალი. ხაჭაპური: იმერული პიტნით, მეგრული, აჭარული.

„ლალიკო“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ღვინოს, განსაკუთრებით ქვევრში დაყენებულ ქარვისფერს. ასევე, მენიუში წარმოდგენილია კოქტეილები, რომელიც ქართულს ჭაჭას შეიცვას. „Strawberry Fields“ (მარწყვი, თაფლი, ლაიმი) და „Tangerine Dreams“ (მანდარინი, ლიმონი).

რესტორანი განთავსებულია 42-ადგილიან სივრცეში, რომელიც შექმნილია „Surgula Studio“-ს მიერ. ინტერიერი აერთიანებს თანამედროვე დიზაინს და ქართულ კულტურულ ელემენტებს: ხელით მოხატული კედლები, რომელიც ასახავს ქართულ ეპოსს, და 200 წლის ხალიჩა, რომელიც სუფრას სიმბოლიზირებს.

რესტორანს food ბლოგერი და The New Yorker-ის ჟურნალისტის ჰელენ როსნერი ეწვია, რომელიც საკუთარ მკითხველს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

მისი თქმით, ხინკალი შესანიშნავია, მსუყე და ელასტიკური, წელვადი ცომი თხელია, როგორც ფაიფური, ხოლო დახვეული თავები სასიამოვნო გემოს ტოვებს. განსაკუთრებულად მისი მოწონება “დედა ხინკალი”-მა  დაიმსახურა. როცა მაგიდასთან მოგართმევენ, მიმტანი ჯერ მოიტანს მდიდრულად შემკულ ვერცხლის დანას, შემდეგ კი მოაჭრის “დედა ხინკალს” თავს.

მის შიგნით მოქცეულია ექვსი ჩვეულებრივი ზომის ხინკალი, თქვენი გემოვნებით შერჩეული შიგთავსით. ზემოდან მოყრილია ახლადდაფქული შავი წიწაკა. როსნერი ამბობს: “დიახ, გემო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივ ხინკალს აქვს, მაგრამ ასეთი თეატრალობა, რაც საკმაოდ დახვეწილ და მინიმალისტურ რესტორანში გვხვდება, მართლაც საოცარია.”

ბლოგერს განსაკუთრებით მოეწონა “რქაწითელი”, ასევე აჯაფსანდალი და მწვადი.

“აჯაფსანდალი, რატატუის მსგავსად ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის და პომიდვრის სინთეზია. გულუხვად არის შეზავებული ნივრით და ქინძის არომატით”.

“მომეწონა მწვადი, ღორის ხორცი, ბროწეულის წვენში დამარინადებული და შემწვარი. კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო ტყემალი – ალუბლისფერი, მჟავე და ტკბილი და უჩვეულო.”

„ლალიკო“ მხოლოდ რესტორანი არაა, ეს ქართული კულტურის სულია, რომელიც გემოს, ესთეტიკასა და ტრადიციებს ამერიკის გულში აზიარებს. გურმან ონიანის სურვილი ქართული სამზარეულოს გლობალიზაციისკენ აქ რეალობად იქცა და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ დასაწყისია.

სრულად წაკითხვა