#OK! ლაკა წერეთლის საავტორო კურსი – „დღესასწაულის ორგანიზება და კოორდინირება“

3 weeks ago 17

საზოგადოებაში დღესასწაულის მნიშვნელობა და მისი სწორად დაგეგმვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი დღის ღონისძიება. ეს არის ემოცია, გამოცდილება და მოგონება, რომელიც რჩება სამუდამოდ. სწორედ ამიტომ, „Laka Event School“-ი აცხადებს მიღებას ლაკა წერეთლის საავტორო კურსზე – დღესასწაულის ორგანიზება და კოორდინირება, რომელიც დამწყებებსა და უკვე პრაქტიკაში ჩართულ ადამიანებს საშუალებას აძლევს მიიღონ თანამედროვე ცოდნა და უნარები ღონისძიებების სფეროში.

სრული პროგრამა მოიცავს 8 ძირითად მოდულს, სადაც სტუდენტები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას:

  • დღესასწაულის ორგანიზება და კოორდინირება
  • ეტიკეტი და სხეულის ენა
  • პიროვნების ფსიქოლოგია
  • საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვების ხელოვნება
  • მენეჯმენტი და გუნდის მართვა
  • პერსონალური ბრენდინგი
  • პრაქტიკული გასვლები რეალურ ღონისძიებებზე

გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნობიან საერთაშორისო სტანდარტებს, თანამედროვე ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებს ღონისძიებების ინდუსტრიაში.

ვისთვის არის კურსი?

კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს:

  • ახალი პროფესიის შეძენა
  • საკუთარი ჰობის საქმიანობად გადაქცევა
  • პედაგოგებისთვის, პიარისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებისთვის
  • ეიჩარებისა და ტრენერებისთვის
  • ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ივენთის ორგანიზებით

კურსის სარგებელი

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ღონისძიების სრულფასოვნად დაგეგმვასა და კოორდინირებას ნულიდან
  • გუნდის მართვის თანამედროვე სტრატეგიების ათვისებას
  • საკუთარი კონცეფციებისა და ბრენდის შექმნას
  • საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით პროექტების განხორციელებას

კურსი სრულდება ორენოვანი სერთიფიკატის მიღებით, ხოლო საუკეთესო სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ „Laka Event Company“-ში.

ტრენერები

კურსს უძღვებიან დარგის წამყვანი მოწვეული სპეციალისტები:

  • დიანა ნიკოლაიშვილი – ფსიქოთერაპევტი და ტრენერი, ფსიქოთერაპიისა და პიროვნული განვითარების ცენტრის „სტიმულის“ დამფუძნებელი, 17 წლიანი გამოცდილებით.
  • ხათუნა მდინარაძე – ბიზნეს-ტრენერი და ქოუჩი, საგანმანათლებლო სივრცე „არქე“-ს დამფუძნებელი, 15+ წლიანი გამოცდილებით.

დამატებითი ინფორმაცია

  • სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული
  • ხანგრძლივობა: 1 წელი და 6 თვე
  • ღირებულება: 2000 ევროს ექვივალენტი ლარში
  • მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე

დეტალური ინფორმაციისთვის: +995 599 71 25 58

„დღესასწაული იწყება შენით. მოხარული ვარ, რომ ჩემი 12 წლიანი გამოცდილება გაგიზიაროთ. გახსოვდეთ, დღესასწაულის შექმნით საკუთარ ბედნიერებასაც ქმნით!“ – ლაკა წერეთელი.

სრულად წაკითხვა