კრიშტიანუ რონალდო არასოდეს ერიდება თავისი გრძნობების საჯაროდ გამოხატვას, ამიტომ საზოგადოების მხრიდან ფეხბურთელის პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია. რონალდო და ჯორჯინა, პირველად ერთმანეთს, 2016 წლის ბოლოს, მადრიდში, გუჩის მაღაზიაში შეხვდნენ, სადაც როდრიგესი კონსულტანტად მუშაობდა. ჯორჯინა ამ შეხვედრას ერთი ნახვით სიყვარულს უწოდებს.
წყვილმა ურთიერთობა 2017 წლის დასაწყისში ოფიციალურად გაასაჯაროვა, როდესაც FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე კრიშტიანუ ჯორჯინასთან და უფროს შვილთან, კრიშტიანუ ჯუნიორთან ერთად მივიდა.
2017 წლის ივნისში სუროგატი დედის მეშვეობით ტყუპები – ევა და მატეო დაიბადნენ, ხოლო ნოემბერში მათი პირველი საერთო შვილი, ალანა მარტინა შეემატა ოჯახს. როდრიგესმა აღნიშნა, რომ სახელი ორივემ ერთად შეარჩია – კრიშტიანუმ ალანა, ჯორჯინამ კი მარტინა.
2018 წელს რონალდო „იუვენტუსში“ გადავიდა და ოჯახი იტალიაში გადასახლდა. ამ პერიოდში ნიშნობის ჭორები გაჩნდა, თუმცა ოფიციალური დადასტური არ ყოფილა. წყვილი ხშირად აზიარებდა ერთობლივ ფოტოებს, მათ შორის ბავშვებთან ერთად მოგზაურობიდან.
2021 წლის ოქტომბერში რონალდომ და როდრიგესმა განაცხადეს, რომ ტყუპებს ელოდებოდნენ. თუმცა 2022 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ახალშობილი ვაჟი – ანხელი ვერ გადარჩა, ქალიშვილი – ბელა ესმერალდა კი ჯანმრთელად დაიბადა. რონალდო და ჯორჯინა ღიად საუბრობდნენ ამ მტკივნეულ გამოცდილებაზე და ხაზს უსვამდნენ, რომ ანხელი მათი შვილების ცხოვრებაში მუდამ დარჩებოდა.
შეგახსენებთ, რომ მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2025 წლის 11 აგვისტოს, რონალდომ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და ისინი ოფიციალურად დაინიშნნენ.