MIT GLEEN SEU, Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის, MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სწავლების სასერტიფიკატო პროგრამა პირველად საქართველოში! ამ უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU გაძლევთ.
უნივერსიტეტმა შეიმუშავა უნიკალური, MIT მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამდონიანი სწავლების პროგრამა, რომლის პირველ მოდულზეც რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება. სასწავლო პროგრამას განახორციელებს MIT GLEEN SEU Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ი.
პირველი 6 კვირიანი მოდული, რომელიც 15 მაისიდან იწყება გათვლილია, დამწყები და მომავალი ანტრეპრენერებისთვის — მათთვის, ვისაც უკვე აქვს ზოგადი ან საერთოდ არ გააჩნია წარმოდგენა მეწარმეობაზე და სურს ცოდნის გაღრმავება/მიღება პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მოდელით.
პროგრამა იყენებს MIT-ის მიერ აღიარებულ სტრუქტურირებულ მიდგომას, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკაზე და იდეების რეალურ ბაზარზე გადატანაზე.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) განხორციელებული აკადემიური ვიზიტის პრაქტიკულ შედეგს, რომლის ფარგლებშიც SEU-ს აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული მოდულები ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის სხვა დამფუძნებლებთან ერთად.
Orbit არის MIT-ის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც შეიცავს მძლავრ GenAI (ხელოვნური ინტელექტი) ასისტენტს, რომელიც მკვეთრად ზრდის სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილებას სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისთვის. Orbit პლატფორმა სტუდენტებს უზრუნველყოფს უახლესი GenAI განათლების ინსტრუმენტებით.
წარმატებული კურსდამთავრებული SEU-ს ტექ და სამეწარმეო ცენტრში გაივლის სტაჟირებას.
რას ისწავლით პირველ მოდულზე?
- მეწარმეობის ძირითადი პრინციპები და პროცესები;
- ინოვაციები და მეწარმეობა: ახალი იდეების კომერციალიზაცია;
- ბიზნესის კონცეფციის შექმნა და განვითარების ეტაპები;
- ფინანსური წიგნიერება მეწარმეებისთვის;
- მარკეტინგის საფუძვლების მოდული Entry-Level სტარტაპერებისთვის;
- მართვის მოქნილი მექანიზმები, ლიდერობა და სამეწარმეო კულტურა.
ტრენინგებს გაუძღვებიან როგორც SEU-ს სპეციალურად მომზადებული პროფესორ-ლექტორები, ისე Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მოწვეული ექსპერტები. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ორმაგი სერტიფიკატი.
ტრენერები:
პაატა შურღაია – MIT-ის სრულად დაფინანსებული ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილე. ფინანსისტი, ბიზნეს კონსულტანტი, საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონი საქართველოს მმართველი პარტნიორი, ანგელოზი ინვესტორი, SEU-ს ასოცირებული, აფილირებული, პროფესორი და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი, 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის მაგისტრი.
მარიკა კლდიაშვილი – MIT-ის სრულად დაფინანსებული ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილე. საერთაშორისო პროექტების მენეჯერი და ბიზნეს ანალიტიკოსი, პროცესების მართვის და ცვლილებების მართვის ექსპერტი, საერთაშორისო ქოუჩი, ანტრეპრენერი და ციფრული ტრანსფორმაციების ლიდი; ინოვაციური სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერების ასოციაციის გენერალური დირექტორი; ბიზნეს საკონსულტაციო და გაციფრულების კომპანია Bewise თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. მარიკა ფლობს 25 წლიან გამოცდილებას ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში პროდუქტების განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციების და ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით. მარიკას მენტორობით განხორციელდა მრავალი ბიზნეს აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამები. მარიკა ასევე არის SEU-ს ასოცირებული, აფილირებული, პროფესორი.
ნათია ჯიბლაძე – MIT-ის სრულად დაფინანსებული ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილე. ნათია ასევე არის SEU-ს ასოცირებული, აფილირებული, პროფესორი, PhD, CXAC, კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის დამფუძნებელი.
ზურაბ პერტაია – MIT-ის სრულად დაფინანსებული ანტრეპრენერული განათლების გადასამზადებელი პროგრამის მონაწილე. ზურაბი ასევე არის SEU-ს ასოცირებული, აფილირებული, პროფესორი, მეწარმეობის ლექტორი, ტრენერი.
მონაწილეთა შერჩევის პირობები:
გაიარეთ რეგისტრაცია და დაწერეთ სამოტივაციო წერილი აღნიშნულ ბმულზე:
რეგისტრაცია შესაძლებელია 10 აპრილიდან-1 მაისის ჩათვლით;
გასაუბრება
გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან: 3-10 მაისი.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა – 20.
დღის წესრიგი: კვირაში 2 დღე
სამშაბათი, 19:00-21:00 საათი;
ხუთშაბათი 19:00 -21:00 საათი.
ადგილი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, წინანდლის 9, 300 არაგველის მეტროსთან.
პროგრამის საფასური: 2500 ლარი
სპეციალური შეთავაზება
დარეგისტრირდი პროგრამაზე 23 აპრილამდე და მიიღე 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი SEU-ს საგანმანათლებლო ფონდისგან.
გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად: პროგრამის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 მაისისა და კურსის დასრულებამდე 10 ივნისის ჩათვლით.
პირველი მოდულის მონაწილეები, ასევე მიიღებენ 20%-იან ფასდაკლების ვაუჩერს შემდეგი 2 მოდულისთვის.
შეგახსენებთ, რომ MIT წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც 1861 წელს დაარსდა. QS World University Ranking-ის 2024 წლის მონაცემებით, MIT პირველ ადგილს იკავებს როგორც უნივერსიტეტების ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით და გამოირჩევა წარმატებული, ინოვაციური სტარტაპების მაღალი მაჩვენებლით.
შეგახსენებთ, რომ SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის -Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად.
აღნიშნული პარტნიორობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის, ისევე როგორც, რეგიონის განათლების სისტემისა და Start-up ეკოსისტემის განვითარებისთვის.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]