#OK! ილონ მასკი დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს მარსზე გეგმავს

2 days ago 7

ილონ მასკმა მსოფლიო ისევ გააოცა – SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ  დარჩენილი სიცოცხლის გატარებას და სიკვდილს შეერთებულ შტატებში ან მარსზე აპირებს, რომელიც ამერიკის ნაწილად მიაჩნია.

„მე ერთი პასპორტი მაქვს – ამერიკული. აქ ვიცხოვრებ და აქ მოვკვდები. ან მარსზე (როგორც ამერიკის ნაწილზე)“ – დაწერა სოციალურ ქსელში მილიარდერმა.

ილონ მასკმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ SpaceX-ის მთავარი მიზანი მარსზე მოგზაურობაა, თუმცა, ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ამტკიცებს, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში წითელ პლანეტაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა შეუძლებელია.

სამმართველოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის, ჯანეტ პეტროს თქმით, ასეთი მისია ასტრონავტების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

მილიარდერის მამას, ეროლ მასკს მიაჩნია, რომ დღეს მარსზე მისიების გაგზავნა გაუმართლებელია, თუმცა შვილი განსხვავებული აზრისაა და წინააღმდეგობების მიუხედავად, უახლოეს მომავალში წითელი პლანეტის დაპყრობას გეგმავს.

მასკმა მარსზე მომავალი კოლონიის პოლიტიკური წყობაც კი მოიფიქრა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „მარსის ბინადრებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ იცხოვრონ“.

ილონ მასკი იმედოვნებს, რომ პირველი ადამიანები წითელ პლანეტაზე უკვე 2029–2031 წლებში დაეშვებიან. მისი პირველი მაცხოვრებლები კი ჰუმანოიდი რობოტები იქნებიან. SpaceX-ი მარსზე სატესტო ფრენებს უახლოეს წლებში გეგმავს.

სრულად წაკითხვა