#OK! ვინ დიზელმა პოლ უოკერის გარდაცვალების დღეს ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

4 days ago 9

ლეგენდარული ფილმის, „ფორსაჟის“ მსახიობები ყოველი წლის 30 ნოემბერს იხსენებენ პოლ უოკერს, რომელიც 2013 წლის 30 ნოემბერს, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა და გუშინდელი დღე გამონაკლისი არ ყოფილა. პოლ უოლკერის გარდაცვალების 12 წლისთავზე მსახიობმა ვინ დიზელმა, სოციალურ მედიაში, პირად ბლოგზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა.

Вин Дизель не может представить окончание «Форсажа» без прощания с героем Пола Уокера

„სამყარო აგრძელებს ჩემთვის ნამდვილი ანგელოზების გამოგზავნას. ვიცი, რომ შენც მისი ნაწილი ხარ… ეს მარადიული ძმობაა. სამუდამოდ მიყვარხარ“ – დაწერა მან ერთობლივ ფოტოს.

წინა დღეს მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„თორმეტი წელი… დღე არ გადის, რომ არ მენატრებოდე“.

Вин Дизель эмоционально поздравил Пола Уокера с 50-летием - Чемпионат

ავტოავარია, რომელმაც უოლკეისა და მისი მეგობრის როჯერ როდასის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლოს ანჯელესთან ახლოს, სანტა კლარიტაში მოხდა. Porshe Carrera GT-ის საჭესთან როდასი იჯდა, რომელმაც დაუდგენელი მიზეზით ავტომობილის მართვაზე კონტროლი დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახებიდან დაახლოებით 60 წამში  ავტომობილი აალდა და მთლიანად დაიწვა.

Авария, в которой погиб Пол Уокер, произошла из-за превышения скорости - Газета.Ru

პოლ უოკერს დარჩა ქალიშვილი, მიდოუ უოკერი, რომელიც ახლა 27 წლისაა და აგრძელებს ურთიერთობას მამის ცნობილ მეგობრებთან, მათ შორის, ვინ დიზელთან.

რაც შეეხება „ფორსაჟს“, ფილმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2001 წლის 22 ივნისს გამოვიდა. ფილმმა კომერციული წარმატება მოიპოვა და მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! 45 წლის შარლიზ ტერონის იდეალური იმიჯი “ფორსაჟის” პრემიერაზე

სრულად წაკითხვა