#OK! „ეს ჩემთვის ოსკარზე მეტს ნიშნავს“ – გერი ოლდმენმა რაინდის წოდება მიიღო

3 days ago 8

ბრიტანელმა მსახიობმა გერი ოლდმენმა პრინც უილიამისგან რაინდის წოდება მიიღო – ამის შესახებ The Independent იუწყება.

გამოცემის ცნობით, 67 წლის ოლდმენს რაინდის წოდება 30 სექტემბერს, უინძორის ციხესიმაგრეში, დრამატურგიაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.

„მე გამიმართლა, რომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო სამსახურია. წარმოუდგენლად გამიმართლა. დაახლოებით 10 წელი ვთამაშობდი თეატრში, რამდენიმე სატელევიზიო ფილმში ვითამაშე და შემდეგ კინომ ჩამყლაპა. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. გააზრებული ან დაგეგმილი არაფერი ყოფილა“ – თქვა მსახიობმა და დასძინა, რომ ეს ტიტული მისთვის ოსკარზე მეტს ნიშნავს.

გერი ოლდმენისთვის რაინდის წოდების მინიჭების შესახებ 13 ივლისს გახდა ცნობილი, როდესაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე მეფე ჩარლზ III-ის დაბადების დღის აღსანიშნავად სახელმწიფო ჯილდოების მიმღებთა სია გამოქვეყნდა.

მსახიობი ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „სიდი და ნენსი“ (1986)

„დრაკულა“ (1992)

„მეხუთე ელემენტი“ (1997),

„ტრასა 60“ (20020) და მრავალი სხვა.

ფილმში „ყველაზე ბნელი დრო“ (2017) მსახიობმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი განასახიერა და ამ როლისთვის 2018 წელს ოსკარი მიიღო.

ოლდმანი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმებში„მოშორდი ჯაშუშო“ (2011) და „მანკი“ (2020) შესრულებული როლებისთვის. The Times-ის ცნობით, პრინცი უილიამი სატელევიზიო სერიალის „ნელი ცხენები“ (Slow Horses მოყვარულა, რომელშიც ოლდმენი მონაწილეობს.

1997 წელს ოლდმენს სარეჟისორო დებიუტი ჰქონდა ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმით „არ ჩაყლაპო“(Nil by Mouth), რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა.

2023 წელს მსახიობ და პროდიუსერ ჯოშ ჰოროვიცის პოდკასტში Happy Sad Confused ოლდმენმა აღიარა, რომ ჰარი პოტერის ფილმების სერიაში თავისი შესრულებით უკმაყოფილოა- მან სირიუს ბლექის როლი შეასრულა.

სრულად წაკითხვა