#OK! ენტონი ჰოპკინსმა ჰანიბალ ლექტერი SKIMS – ის ნიღბით დააბრუნა – მსახიობი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

1 day ago 3

87 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ფილმით The Silence of the Lambs, Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კიმ კარდაშიანის ბრენდის SKIMS-ის ახალ პროდუქტი – Seamless Sculpt Face Wrap მოირგო და ცნობილი ჰანიბალ ლექტერი დააბრუნა. მსახიობმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ნიღბის გამოყენების შემდეგ თავს 10 წლით ახალგაზრდულად გრძნობს.

ვიდეოსთვის ჰოპკინსმა ლექტერის შემაძრწუნებელი ხმა და მანერები მოირგო

ამ სახალისო ვიდეოს ფანებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ეს არის საუკეთესო რეკლამა, რაც კი შეიძლება მიიღო, @kimkardashian! აუცილებლად უნდა უპასუხო”.

კიმ კარდაშიანმაც არ დააყოვნა და ინსტაგრამის სთორიში გადააზიარა ვიდეო წარწერით – I am screaming!

SKIMS-ის Seamless Sculpt Face Wrap, რომელიც 29 ივლისს გამოვიდა, ბრენდის თქმით, აუცილებელი პროდუქტია საღამოს რუტინისთვის. კანს ელასტიურ და მეტად ახალგაზრდულ ელფერს აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის გამოშვებას სოციალურ ქსელში ორი სახის რეაქცია მოჰყვა, ის უკვე სრულად ამოყიდულია.

სრულად წაკითხვა