#OK! დემნას ერა Gucci-ში დაიწყო

1 week ago 7

GUCCI-მ წარადგინა სარეკლამო ფილმის – The Tiger -ის პოსტერი, რომელიც დემნა გვასალიას მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში წარადგენს.

ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორები სპაიკ ჯოუნზი და ჰალინა რეინი არიან, დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00-ზე გაიმართება. დემნას თქმით, ფილმის მთავარი გმირი ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მურია.

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია იტალიური მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად 2025 წლის მარტში დაინიშნა.

გუშინ იტალიურმა ბრენდმა დემნას პირველი კოლექციის, “La Famiglia” -ს ლუქბუქი გაავრცელა. სადებიუტო კოლექცია გაყიდვაში 25 სექტემბერს, ექსკლუზიურად მხოლოდ 10 მაღაზიაში გამოვა.

სრულად წაკითხვა