Gucci-ს შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვალსალია და მისი მეუღლე, მუსიკოსი ლოიკ გომესი, ახალი ცხოვრების დასაწყისზე საუბრობენ: წყვილი საცხოვრებლად პარიზიდან ლოს-ანჯელესში გადადის. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მოდის ინდუსტრიის მოსალოდნელ ცვლილებებზე მიანიშნებდეს.
„ცხოვრების ახალი თავია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,“ – ამბობს ლოიკი ინტერვიუში, სადაც ადასტურებს, რომ მათი ოჯახი პარიზს ემშვიდობება და არა მილანს, როგორც ბევრი ვარაუდობდა.
ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ვრცელდებოდა ხმები, რომ დემნა არ აპირებდა Gucci-ს ხელმძღვანელობა მხოლოდ იტალიიდან გაეგრძელებინა და ბრენდის ატელიებისა ნაწილობრივ ამერიკაში გადატანას გეგმავდა. როგორც ჩანს, ეს ხმები სიმართლეს შეესაბამება.
სექტემბერში Gucci-ს ახალი ერა ოფიციალურად დაიწყება – პირველივე სარეკლამო კამპანია სწორედ ლოს-ანჯელესშია გადაღებული. კამპანიის შინაარსზე ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის დემნას ხედვას ამერიკულ კულტურაზე გამოკვეთილად წარმოაჩენს.