„გუფი“ არ არის მხოლოდ ტანისამოსის მაღაზია – ეს არის ქალის ინდივიდუალურობისა და მისი უნიკალურობის გამოკვეთის ადგილი. აქ წარმოდგენილი კოლექციები საერთაშორისო ბრენდების ხელწერით იქმნება და მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს, რაც თანამედროვე ქალს სჭირდება.
ეს არის დახვეწილი გემოვნებისა და ემოციის სიმფონია, სადაც თითოეულ დეტალში იგრძნობა ბავშვობის ოცნების ახდენის ხიბლი.
ბუტიკი გუფის უკან დგას ფიქრია – ქიმიკოსი ინჟინერი, რომელიც დღეს უკვე წარმატებული ბიზნესვუმენია, პარტნიორ გულოსთან ერთად მან შექმნა სივრცე, სადაც ქალებს შეუძლიათ საკუთარი სტილის აღმოჩენა, დახვეწილი ელეგანტურობისა და ყოველდღიური კომფორტის იდეალური ბალანსის პოვნა. „გუფი” მხოლოდ მოდის ტენდენციებს კი არ მიჰყვება, არამედ ქალის უნიკალურობას უსვამს ხაზს.
ფიქრია, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ, რამ განაპირობა ბუტიკი ,,გუფის” გახსნა, როგორ გაჩნდა იდეა?
“გუფი”ს იდეა მე და ჩემ ბიზნესპარტნიორს, გულოს გვიკავშირდება და სწორედ ჩვენი სახელის ინიციალებით შეიქმნა ბუტიკის სახელწოდება. ჩემი მაღაზიის იდეა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მქონდა, ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი მოდელი და მქონოდა უამრავი ლამაზი სამოსი, შესაბამისად ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ბავშვობის ოცნება რეალობად ვაქციე.
რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი პროცესი, თუმცა ჩვენ არ დავნებდით, წინ ნაბიჯ–ნაბიჯ მივიწევდით და საბოლოოდ მოვედით აქამდე.
,,გუფის” სამოსი ნამდვილად გამორჩეული და განახვავებულია. რას გვეტყვით ხარისხზე?
ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტული და უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ტანისსამოსი იკერება სხვადასხვა ძვირადღირებული და ხარისხიანი ქსოვილებისგან, რაც საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებასა და ერთგულებაზე აისახება.
რის მიხედვით არჩევთ მოდელებს და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
მოდელების არჩევანი მორგებულია კომფორტზე და მრავალფეროვნებაზე. ვმუშაობთ იმაზე, რომ კოლექცია მოიცავდეს კლასიკურ, ფერად და ყოველდღიურ სტილს, რათა ყველა ქალმა იპოვოს საკუთარი სტილი და შექმნას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
არჩევანში მნიშვნელოვანი არის ქსოვილი, ნაკერის სიმყარე, ბალანსი ტენდენციასა და ტრენდებს შორის. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან ქალები – სხვადასხვა ასაკის, სტილის და აღნაგობის.
რა თქმა უნდა, გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც გვსტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის საზღვარგარეთიდანაც. ბედნიერი ვარ, რომ მენდობიან და შემაქვს თუნდაც პატარა წვლილი მათთვის განსაკუთრებული დღის მეტად გალამაზებაში.
ვფიქრობ თქვენი დახვეწილი გემოვნება ძალიან ეტყობა სამოსის იმ არჩევანს, რომელსაც თავად სთავაზობთ მომხმარებლებს, არის თუ არა ისინი ცნობილი დიზაინერების ?
დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. რაც შეეხება სამოსს დიახ, ისინი ეკუთვის ბრენდებს: “PAULA RICHI”, “ODRELLA”, “VERDA”, და “LA PARTE”.
სად მდებარეობს ბუტიკი?
ბუტიკი მდებარეობს გ.ცაბაძის 19 ნომერში, სავაჭრო ცენტრ პასაჟში, მაღაზია N194, N196.
სამომავლო გეგმები
“გუფი” დღითიდღე წინ მიიწევს და უფრო მეტი ადამიანი გებულობს მის შესახებ. სამომავლოდ ვფიქრობთ ონლაინ მაღაზიის დამატებას და ახალი ფილიალების გახსნას. გახსოვდეთ “გუფი” არის ადგილი სადაც ყველა ქალი ბედნიერია.