მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი ახლა წითურია! Harper’s BAZAAR-ის ცნობით, ვარსკვლავი მაიკლ სერას ფილმში – Love Is Not the Answer მთავარი როლისთვის ქერა თმას დაემშვიდობა და ვარცხნილობა შეიცვალა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ანდერსონის პერსონაჟი მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნებში დაწინაურდება, თუმცა, მისი სლოგანის „ომი სიყვარულისთვის“ გამო მოვლენები დრამატულად ვითარდება.
58 წლის ანდერსონი თავისი წითური თმითა და ახალი ვარცხნილობით პარიზის მოდის კვირეულზე, დიზაინერ სიმონ პორტ ჟაკემუსის ჩვენებაზე გამოჩნდა.
ჩვენებაზე აღნიშნეს, რომ ახალი სტილი მსახიობის ბოლოდროინდელ ბუნებრიობისკენ სწრაფვას ჰარმონიულად შერწყა. ორი წლის წინ ანდერსონი პარიზულ ჩვენებაზე მაკიაჟის გარეშე პირველად გამოჩნდა, რითაც მისი „უმაკიაჟო ცხოვრება“ დაიწყო.
Vogue-თან ინტერვიუსა და პოსტებში ანდერსონმა განმარტა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მან სილამაზისადმი დამოკიდებულებას გადახედა. მსახიობის თქმით, მაკიაჟის მიღმა „დამალვა“ აღარ სურს და ბუნებრივ იერს ანიჭებს უპირატესობას.
„ვალდებული არ ვარ დავემორჩილოთ სხვის სტანდარტებს, რომლებიც ყველას აშინებს. რატომ უნდა გაატარო სამი საათი ვიზაჟისტთან? მირჩევნია მუზეუმში წავიდე და არქიტექტურა დავათვალიერო“, – განაცხადა პამელამ და დასძინა, რომ „სილამაზე სუბიექტურია“ და რომ რეალურ ცხოვრებაში ვალდებული არ არის ისე გამოიყურებოდეს, როგორც ჟურნალების გარეკანებზე.