ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ისტორიული სახლის გაყიდვას აპირებს, მას შემდეგ, რაც მცირე განახლებებს ჩაატარებს. სახლი, ცნობილია როგორც სესილ ბ. დე მილეს რეზიდენცია. ჯოლიმ 2017 წელს 24.5 მილიონ დოლარად შეიძინა და 11,000 კვადრატულ ფუტს შეადგენს. ის 1913 წელს აშენდა და მდიდარ ისტორიას ატარებს. 1916 წელს, ამერიკელმა კინორეჟისორმა და პროდიუსერმა დე მილემ 28,000 დოლარად შეიძინა და მოგვიანებით მეზობელ სახლთან გააერთიანა, რომელიც ადრე ჩარლი ჩაპლინს ეკუთვნოდა.
ჯოლი ამ სახლს ბრედ პიტთან სასამართლო დავის გამო ინარჩუნებდა. წყვილმა, რომლებმაც 2024 წლის დეკემბერში დაასრულეს გრძელვადიანი განქორწინების საქმე, ექვსი შვილი ჰყავთ: მედოქსი (24), პაქსი (21), ზაჰარა (20), შაილო (19), ტყუპები – ნოქსი და ვივიენი (17). წყაროს თქმით, მსახიობს არასოდეს სურდა ლოს-ანჯელესში მუდმივად ცხოვრება და გეგმავს გადასვლას მაშინვე, როცა ტყუპები სრულწლოვნები გახდებიან. ის უკვე განიხილავს რამდენიმე საერთაშორისო მიმართულებას.
წარსულ ინტერვიუებში ჯოლი გამოხატავდა სურვილს, რომ შვილებს მეტი კონფიდენციალურობა, სიმშვიდე და უსაფრთხოება ჰქონდეთ, ვიდრე, ლოს-ანჯელესში აქვთ. გადასვლის შემდეგ გეგმავს მნიშვნელოვანი დრო გაატაროს კამბოჯაში, სადაც 2002 წელს თავის უფროსი შვილი მედოქსი შეეძინა და მოინახულოს ოჯახის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მისი თქმით, კამბოჯა არის ის ერთადერთი ადგილი, რომელსაც საკუთარ სახლად მიიჩნევს.