#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

1 month ago 5

ანა ვინტური, რომელიც თითქმის 40 წელია American Vogue-ის მთავარი რედაქტორია, თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ CNN-ს ჟურნალის გამომცემელმა, Condé Nast-მა დაუდასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ ვინტური პოზიციას ტოვებს, Vogue-ს მთლიანად არ ემშვიდობება, უბრალოდ, თავისი მოვალეობების რაოდენობას ამცირებს. ის კვლავ დარჩება გამომცემლობის კონტენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, საიდანაც ყველა ბრენდის გლობალურ საქმიანობას წარმართავს.

ანამ ვინტურმა, Vogue-ის მთავარ რედაქტორად ყოფნის პერიოდში, ჟურნალს ახალი სიცოცხლე აჩუქა და ის მოდის პლატფორმად გარდაქმნა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: ანა ვინტური

სრულად წაკითხვა