#OK! ,,ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და აკნესგან გამათავისუფლა” – როზი ჰანტინგტონ უიტლი

5 days ago 5

იდეალური კანი ხშირად არა გენების, არამედ ყოველდღიური რუტინის დამსახურებაა, რადგან სწორად შერჩეული საკვები, ძილის ხანგრძლივობა, ვარჯიში და თავის მოვლის საშუალებები ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე.

Rosie Huntington-Whiteley's Smokey Eye, Zoë Kravitz's Bare Skin, and More of the Best Beauty Moments of the Week

 ადამიანებს ჰგონიათ, რომ ლამაზი კანი მხოლოდ ძვირადღირებული პროდუქტების მოხმარებისა და ქირურგიული ჩარევების შედეგად მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს კანის განსხვავებული სტრუქტურა აქვს, რაც ინდივიდიალურ მოვლას მოითხოვს, ცნობილი ადამიანების რუტინა მოწმობს, რომ ვარჯიში, სახლში დამზადებული ნიღბები, და ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად სრულიად საკმარისია.

Rosie Huntington-Whiteley Gets Glam for Launch of Rose Inc. | Fashion Gone Rogue

დილის რუტინა

“პირველი, რასაც დილით ვაკეთებ, ეს არის სახის გაწმენდა. ნაჭერს თბილ წყალში ვალბობ და სახის გარშემო ნელი მოძრაობით ვატრიალებ. ვიყენებ Resorè-ს პირსახოცს, რაც ანტიბაქტერიულია და იმის შეგრძნება არასდროს მიჩნდება, რომ პირსახოცი ჭუჭყიანია. სახის გასასუფთავებლად ZO Skin Health-ის ხაზის პროდუქციას ვიყენებ. ვიწყებ გამწმენდით, შემდეგ გადავდივარ კანის ამქერცლავ კრემსა და ინტენსიურ სკრაბზე, რაც მკვდარი უჯრედების მოშორებაში მეხმარება.”

მაკიაჟი

“როდესაც გადაღებები მაქვს, მძიმე მაკიაჟი მისვია და შესაბამისად კანის გასუფთავების პროცესი უფრო დატვირთულია. სახის გასასუფთავებლად Kopari-ის ქოქოსის ბალზამს ვიყენებ. ზოგადად, ქოქოსის ზეთი ბუნებრივია და მისი გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება, მე მაგალითად ამ პროდუქტს არამხოლოდ სახის კანის, არამედ თმის ბოლოების დასატენიანებლად ვიყენებ.”

საუკეთესო რჩევა, რაც გასულ წლებში როუზი ჰანტინგტონმა პროფესიონალი ვიზაჟისტებისგან მიიღო

“გამუდმებით ვსწავლობ და ამ შემოქმედებაში ყველაზე მეტას სწორედ ეს მიყვარს. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ ვიზაჟისტთან ვითანამშრომლე და მათგან ბევრი საჭირო რჩევა მივიდე. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გამსხვავებული მიდგომა აქვს სილამაზის რუტინასთან, მაინც არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ყველასთვის საერთოა. ჩემთვის ბოლო დროის ყველაზე სასარგებლო აღმოჩენა არაკომედოგენური პროდუქტების ვამოყენება იყო. ამ მიგნებამ ჩემი კანი რადიკალურად შეცვალა და რაც მთავარია აკნესგან გაათავისუფლა.”
სრულად წაკითხვა