#OK! ალ პაჩინო და მილა იოვოვიჩის შვილი ერთ ფილმში – პარიზში „მამა ჯოს“ გადაღებები მიმდინარეობს

1 month ago 23

85 წლის ალ პაჩინო პარიზში, „მამა ჯო“ გადასაღებ მოედანზე შენიშნეს, სადაც მაფიის ძლევამოსილი ბოსის როლს ასრულებს – ამის შესახებ Daily Mail იუწყება. ალ პაჩინოს გარდა, ფილმში მთავარ როლებს კიფერ საზერლენდი და ევერ ანდერსონი შეასრულებენ. სცენარის ავტორი და პროდიუსერი ლუკ ბესონია, ხოლო რეჟისორი ბართელემი გროსმანი.

 r/Fauxmoi

მძაფრსიუჟეტიანი თრილერის მოქმედება 1990-იანი წლების მანჰეტენზე ვითარდება. საზერლენდის გმირი, სახელად ჯო სასულიერო პირია, რომელიც ქალაქის კრიმინალურ სამყაროს წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს. ალ პაჩინოს გმირი მაფიის ბოსია, რომელიც მამა ჯოს უპირისპირდება. ევერ ანდერსონი ახალგაზრდა ქალს განასახიერებს, რომელიც საფრთხესა და ხსნას შორის აღმოჩნდება. ფილმის სხვა დეტალები ჯერჯერობით, გასაიდუმლოებულია.

Люк Бессон

ფილმის პროდიუსერები LB Production და EuropaCorp არიან, რომელთა აქტივებში ლუკ ბესონის რეჟისორობით გადაღებული ისეთი ფილმები შედის, როგორიცაა „გატაცებული“ ლიამ ნისონთან ერთად, „ლუსი“ სკარლეტ იოჰანსონთან ერთად და „ლეონი“.

17 წლის ევერ ანდერსონი, რომელმაც უკვე ითამაშა ფილმებში „შავი ქვრივი“ და „პიტერ პენი და ვენდი“, რეჟისორ პოლ ანდერსონისა და მსახიობ მილა იოვოვიჩის ქალიშვილია, რომელმაც ლუკ ბესონის 1997 წლის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „მეხუთე ელემენტი“ ითამაშა და ისინი იმავე წელს დაქორწინდნენ. მილამ ასევე ითამაშა ლუკის 1999 წლის ფილმში „ჟანა დ’არკი“ და ფილმის გამოსვლიდან მალევე დაშორდნენ.

17-летняя дочь Миллы Йовович снимется у Люка Бессона

რაც შეეხება ალ პაჩინოს, რომელმაც მსოფლიოში მაიკლ კორლეონეს როლით გაითქვა სახელი, განგსტერულ ფესვებთან დაბრუნების შემდეგ, ვარსკვლავი თავიდან ფეხებამდე კრემისფერ სამოსში იყო გამოწყობილი და დიდი ბეწვის საყელო ამშვენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ალ პაჩინო დღეს 84 წლის გახდა – გავიხსენოთ 10 ყველაზე გამორჩეული როლი ლეგენდარული მსახიობის შემოქმედებიდან

სრულად წაკითხვა