#OK! X2 Development-ის, მარტის თვის აქცია „შენი სახლი – შენი წარმატება“

2 months ago 17

მარტი არის თვე, რომელიც ეძღვნება ქალთა დღესასწაულებს, მათ მიღწევებს, სიძლიერეს და ფასდაუდებელ წვლილს ჩვენს საზოგადოებაში.

X2 Development-ში გვჯერა, რომ ქალები იმსახურებენ გამორჩეულ პატივისცემას და განვითარების შესაძლებლობებს ყოველდღე და არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

ქალებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უწევთ სხვადასხვა როლის შეთავსება: დედის, ინოვატორის, ხელოვანის, ბიზნესმენის, ემიგრანტის და უბრალოდ ძლიერი ქალის.

ყველა ქალის ოცნებაა მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ინვესტიციების განხორციელება… ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი, მარტის თვის განმავლობაში,  „X2 Development“-ი, უფრო ხელმოსაწვდომს ხდის და ქალებისთვის შესაბამისს აქციას აანონსებს.

ქალები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი  იქნებიან ბინის შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, კომპანია „X2 Development“-ი 8%-ამდე ფასდაკლებას სთავაზობს.

კომპანია აქციის ფარგლებში, 3 მიმდინარე პროექტს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთისგან  კლასისა და მდებარეობის მიხედვით განსხვავდებიან.

ბინის შეძენის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ მათთვის იდეალური ბინა:  საბურთალოზე მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს Kazbegi Residence-ში  და დაზოგონ 50 000 ლარამდე თანხა;   დიდუბეში  არსებულ მრავალფუნქციურ უბან RiverFront Residence-ში ისარგებლონ 38 000 ლარამდე ფასდაკლებით,  ხოლო კომფორტ კლასის საცხოვრებელ კომპლექს ZenX Dighomi-ში მიიღონ 32 000 ლარამდე შეღავათი.

ბინის შეძენის მსურველებს, აქციით სარგებლობა  მთელი მარტის თვის განმავლობაში შეუძლიათ.

სრულად წაკითხვა