#OK! Memorial Hospitals Group – მსოფლიო ბრენდი ჯანდაცვის სფეროში

4 weeks ago 23

Memorial კლინიკების ქსელი 2000 წლიდან წარმატებით ოპერირებს თურქულ ბაზარზე. ის აღიარებულია მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებით. Memorial არის თურქეთის პირველი და მსოფლიოში რიგით 21-ე საავადმყოფო, რომელმაც მიიღო JCI აკრედიტაციის ხარისხის სერტიფიკატი (ერთობლივი საერთაშორისო კომისია). დღეს გიამბობთ Memorial-ის ქართულ წარმომადგენლობაზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით. მათი მიზანია, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა ყველასთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეძებს. Memorial Hospitals Group-ი ქართველ პაციენტებს სთავაზობს სრულ სერვისულ პაკეტს, რომელიც მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობასა და მკურნალობის შემდგომ follow-up მომსახურებას.

ქეთევან მალაყმაძე, კლინიკების ქსელ Memorial ბიზნესის განვითარების მენეჯერი და საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი: 10 წელზე მეტია საერთაშორისო სამედიცინო სექტორში ვსაქმიანობ. ამ გამოცდილებით ვმართავ საქართველოს გუნდს, რომლის ნაწილი მუშაობს სტამბოლში – სათაო ოფისში, ნაწილი კი თბილისში მდებარე წარმომადგენლობით ოფისში, ასევე, გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი ბათუმში, რომელიც რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს საჭირო მხარდაჭერას აწვდის. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბათუმში ჩვენი ოფისის გახსნას.

Memorial თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციასთან, მათ შორის სამინისტროებთან, ფონდებთან, სადაზღვევოებთან და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ გახლავართ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის მთავარი პარტნიორი კლინიკა თურქეთში. ჩვენი გუნდი ეხმარება დაფინანსების საჭიროების მქონე პაციენტებს დაკვალიანებაში, დაფინანსებისთვის დოკუმენტაციების საჭირო ფორმატის მიწოდებასა და კავშირის დამყარებაში.

ჩვენი მიზანია, რომ პროცესი პაციენტისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს, უზრუნველვყოფთ ყველა საჭირო დახმარებას, რათა პაციენტებმა მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და არ შეექმნათ დამატებითი ბარიერები.

თეონა ბოლოკაძე, კლინიკების ქსელ Memorial-ის ოფიციალური წარმომადგენლობითი ოფისის კოორდინატორი: ჩვენი ოფისი უკვე მესამე წელია თბილისში, ი. ჭავძავაძის გამზ. N28-ში ფუნქციონირებს. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ქართველი პაციენტების სრული საინფორმაციო მხარდაჭერა და მარტივი კომუნიკაცია კლინიკების ქსელ Memorial-თან, მათთვის მკურნალობის ორგანიზება და საერთაშორისო დონის სამედიცინო მომსახურების მისაღებად კომფორტული გარემოს შექმნა.

ოფისის მომსახურება არის სრულიად უფასო. ჩვენთან პაციენტებს მოაქვთ ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელსაც ვთარგმნით და ვუგზავნით შესაბამისი პროფილის ექიმს, მეორე სამედიცინო მოსაზრების მისაღებად. ძალზე მცირე დროში Memorial-ის წამყვანი პროფესორებისგან მოდის რეკომენდაცია, რის შემდეგაც ვიწყებთ გამგზავრებისა და კლინიკაში ვიზიტის დეტალების დაგეგმვას.

ამას გარდა, დაფინანსებაზე შეტანის მსურველ პაციენტებს ვაწვდით საბუთებს საჭირო ფორმატში. როგორც თბილისის, ასევე ბათუმის თანამშრომლების დახმარება გრძელდება პაციენტის დოკუმენტაციის დამუშავებიდან დაწყებული მკურნალობის პროცესის დასრულებამდე.

როგორია Memorial hospital group-ის შექმნის ისტორია? და რა არის მისი მისია?

(ქეთევან მალაყმაძე): Memorial Hospital Group-ი დაარსდა 1995 წელს თურქეთში, ხოლო 2000 წელს ოფიციალურად გაიხსნა მისი პირველი მრავალპროფილური საავადმყოფო სტამბოლში. სწორედ ამ კლინიკამ მიიღო პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია თურქეთში – Joint Commission International (JCI), რომელიც ადასტურებს უმაღლეს ხარისხსა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

Memorial-ის მთავარი მისიაა დააწესოს სამედიცინო მომსახურების ახალი სტანდარტები თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ. კლინიკის ღირებულებები ეფუძნება სამედიცინო ეთიკას, პაციენტზე ზრუნვასა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.

კლინიკების ქსელი მოიცავს: 11 კლინიკას, 1 სამედიცინო ცენტრს და 1 ველნეს ცენტრს. კლინიკები განლაგებულია თურქეთის დიდ ქალაქებში: სტამბულში, ანკარაში, ანტალიაში, კაისერსა და დიარბაქირში; მათ შორის ერთი კლინიკა მდებარეობს რუმინეთში.

ქართველ პაციენტებს რას სთავაზობს MEMORIAL HOSPITALS GROUP-ი?

(ქეთევან მალაყმაძე): Memorial Hospitals Group-ი ქართველ პაციენტებს სთავაზობს სრულ სერვისულ პაკეტს, რომელიც მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ასევე მკურნალობასა და მკურნალობის შემდგომ follow-up მომსახურებას. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე სამედიცინო სერვისები ყველა წამყვანი მიმართულებით – როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვების, მათ შორის:

ონკოლოგია და ჰემატოლოგია:

სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი

ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, სხივური თერაპია

რობოტული და მინიმალურად ინვაზიური ქირურგია

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია

ონკოგენეტიკური ტესტირება და პერსონალიზებული მკურნალობის გეგმები

ნევროლოგია და ნეიროქირურგია

თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ოპერაციები

პარკინსონის დაავადების ქირურგიული მკურნალობა (ტვინის ღრმა სტიმულაცია – DBS) და სხვ.

კარდიოლოგია და გულის ქირურგია

ინვაზიური კარდიოლოგია (კათეტერიზაცია, სტენტირება)

გულისა და გულის სარქველების ოპერაციები

ბავშვთა კარდიოქირურგია

რობოტული გულის ქირურგია და ჰიბრიდული პროცედურები

რეპროდუქციული მედიცინა და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)

ინ ვიტრო განაყოფიერების სრულყოფილი პროგრამები

PGD/PGS ემბრიონების გენეტიკური სკრინინგისთვის

რთული უნაყოფობის შემთხვევების მართვა

მაღალი წარმატების მაჩვენებლები და პერსონალური მიდგომა

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია

ბავშვთა და მოზრდილთა ტრანსპლანტაციის პროგრამები

პაციენტზე მორგებული სამონიტორინგო და სარეაბილიტაციო მხარდაჭერა

სისხლძარღვთა და ორთოპედიული ქირურგია

სახსრების პროთეზირება და ართროპლასტიკა

ხერხემლის ქირურგია და დისკის თიაქარის მკურნალობა

გასტროენტეროლოგია და მეტაბოლური ქირურგია

ბარიატრიული ოპერაციები (კუჭის დაპატარავება, ბაიპასი)

ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებების მკურნალობა

ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული ოპერაციები

(თეონა ბოლოკაძე): გარდა მკურნალობისა, ჩვენი ოფისი პაციენტებს სთავაზობს: ქართულენოვან თარჯიმანს, კონსულტაციის დაჯავშნას, სატრანსპორტო მომსახურებას – აეროპორტიდან კლინიკამდე, სასტუმროს დაჯავშნა და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, საჰაერო და სახმელეთო სასწრაფო დახმარების ორგანიზება და პოსტოპერაციული მეთვალყურეობა  საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

რა უპირატესობები გამოარჩევს Memorial hospital group-ის ქართულ ოფისს ბაზარზე?

Memorial-ის ქართული წარმომადგენლობა საქართველოში გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით. ჩვენი უპირატესობებია: ოფიციალური სტატუსი და გამჭვირვალობა – ჩვენ ვართ კლინიკების ქსელის პირდაპირი წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს სერვისების გამჭვირვალობას და უშუალო კავშირს Memorial-ის კლინიკებთან. ასევე, ქართველ პაციენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება – ვიცით პაციენტების საჭიროებები და უზრუნველვყოფთ მათთვის ოპტიმალურ სამედიცინო გადაწყვეტილებებს. კომფორტული და სრულყოფილი სერვისი საქართველოდან – ორგანიზებას ვუწევთ კონსულტაციებს ჯერ კიდევ საქართველოში, კლინიკებში ვიზიტების დაგეგმვამდე. პაციენტები იღებენ შეძლებისდაგვარად სრულ ინფორმაციას მკურნალობის მეთოდებზე, ხარჯებსა და პროცესებზე. დაბოლოს, კონკურენტული ფასები და შეღავათები – საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური პირობებითა და ფასდაკლებებით.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა