Solférino Paris – მაღალი პარფიუმერიის სახლი, წარმოგიდგენთ ათი სურნელისგან შემდგარ უნიკალურ კოლექციას, რომელიც პარიზის ხიბლსა და მომაჯადოებელ ატმოსფეროს ასახავს. კოლექციაზე იმუშავა პარფიუმერიის ათმა გამორჩეულმა ოსტატმა, რომლებმაც შექმნეს არომატები, შთაგონებული პარიზის საკულტო ადგილებითა და დაუვიწყარი ემოციებით
01 – Rêverie sur Seine
სენის სანაპიროზე სეირნობისას შეგიძლიათ შეიგრძნოთ პარიზის სილამაზე, სიმშვიდე და განსაკუთრებული ატმოსფერო. სწორედ ეს ადგილი იქცა შთაგონების წყაროდ პარფიუმერ ნატალი ლორსონისთვის, რომელმაც შექმნა ახალი, ნაზი ყვავილოვანი კომპოზიცია. სურნელი ნეროლის ნოტის ირგვლივ ვითარდება და სენის ნაპირების მსუბუქ, ჰაეროვან ხასიათს ასახავს.(პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

02 – 10, Solférino
სოლფერინოს ქუჩა N10, ადგილი, სადაც ისტორია და ელეგანტურობა ერთმანეთს ხვდება. სენის მშვიდ სანაპიროსა და სიცოცხლით სავსე სენ-ჟერმენის ბულვარს შორის მდებარე ეს გამორჩეული სასახლე თავისი დიდებული ფასადით მყისიერად იპყრობს ყურადღებას. მარადიული არქიტექტურის ეს შედევრი სრულყოფილად გამოხატავს პარიზული ცხოვრების სტილს. სურნელი კი ნამდვილი ოლფაქტორული სიმფონიაა, რომელიც აერთიანებს ვარდის მარადიულ ელეგანტურობასა და დახვეწილ, უნიკალურ ხისებრ ნოტებს. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

03 – Thé au Palais Royal
პარიზის გულში მდებარე Palais Royal ელეგანტურობისა და ისტორიის ნამდვილი თავშესაფარია. მისი მოვლილი ბაღები და დახვეწილი არკადები მშვიდ და გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის, სადაც პარიზელები სიამოვნებით ატარებენ დროს ჩაის ფინჯანთან ერთად. ამ განსაკუთრებული ადგილის შთაგონებით შექმნილი სურნელი გვთავაზობს ოლუნგის ჩაის ნოტის უნიკალურ და გამამხნევებელ ხელწერას, რომელიც სრულყოფილად გადმოსცემს Palais Royal-ის დახვეწილ სულს.
(პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)


2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·