NAJ OLEARI PETALICIOUS COLLECTION
ახალი სეზონის დადგომასთან ერთად ყველაფერი გარდაიქმნება: ფერები რბილდება, სინათლე იცვლება და მაკიაჟი უფრო ნაზი ხდება. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე იბადება ახალი Petalicious ლიმიტური კოლექცია. ფურცლების ნაზი მოძრაობითა და პეონების ბუნებრივი მიმზიდველობით შთაგონებული კოლექცია იკვლევს გრადაციის კონცეფციას, ჰარმონიულობის, დელიკატურობისა და უწყვეტობის თვალსაზრისით. ეს კოლექცია განასახიერებს გაზაფხულის სიახლის განცდიდან ზაფხულის ბრწყინვალებაზე გადასვლის მომენტს, ადაპტირებადი და დახვეწილი იერით, რომელიც სახის ბუნებრივ ნაკვთებს უსვამს ხაზს.
NAJ OLEARI SUN GLAZE TAN GEL
თხელი და მსუბუქი ტექსტურის მქონე ახალი გელი სახის კანს ბუნებრივ, მზისგან გარუჯულ ეფექტს სძენს, თითქოს მზეზე გატარებული დღის შემდეგ. გამჭვირვალე პიგმენტის წყალობით, ის იდეალურად ერწყმის კანის ყველა ტონს. ფორმულა გამდიდრებულია აქტიური ინგრედიენტებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ამავდრულად იცავს მას დაბინძურებისგან. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

NAJ OLEARI SHADE & SHINE LUMINOUS BLUSH
გარდამავალი ტონალობის მქონე რუჟი მდიდარი ფერითა და ბრწყინვალე ეფექტით. ხავერდოვანი ტექსტურა მარტივად ერწყმის კანს და სახეს ბუნებრივი, დახვეწილი ბზინვარებით ფარავს. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

NAJ OLEARI CLICK ON ME LASH PRIMER MASCARA
ინოვაციური პრაიმერი აძლიერებს ტუშის ეფექტს და ამავდროულად ზრუნავს წამწამებზე, როგორც სამკურნალო საშუალება. მისი კრემოვანი ფორმულა ადვილად დაიტანება, წამწამებს ძირებიდან წვერებამდე ფარავს, ამზადებს მათ მაკიაჟისთვის, მყისიერად ანიჭებს მოცულობას, სიგრძეს და აპრეხს მათ. გამდიდრებულია ზეთისხილის სკვალანით, რომელიც ცნობილია თავისი დამარბილებელი და გამაძლიერებელი თვისებებით, ხოლო E ვიტამინი ანტიოქსიოდანტური თვისებებით გამოირჩევა, ხელს უშლის წამწამების დაზიანებასა და მსხვრევას. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

NAJ OLEARI BLOOMING EYESHADOW STICK
რევოლუციური ტექსტურის მქონე თვალის ჩრდილი სტიკი, რომელიც ყველა მზერას გარდაქმნის მბზინავი ანარეკლებითა და კაშკაშა ეფექტით. სუფთა და მსუბუქი ჟელეს მსგავსი ფორმულა გამდიდრებული წყლით და წასმისთანავე ტოვებს სიგრილის შეგრძნებას. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

NAJ OLEARI FLIRTY AFFAIR BALMY LIP TINT
აღმოაჩინეთ ახალი ტუჩსაცხი ინტენსიური ფერითა და სამგანზომილებიანი ბზინვარებით. მისი რბილი, კომფორტული ტექსტურა გამოკვეთს ტუჩებს, უზრუნველყოფს პრიალა ეფექტს, გამოირჩევა მდგრადობით, არ ტოვებს წებოვანების შეგრძნებას. ფორმულა გამდიდრებულია სპეციალური ჰიდროსაღებავით, იგი ატონიზირებს ტუჩების ზედა ფენას და უზრუნველყოფს ნათელ და მდგრად ტონს. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)


1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·