#OK! Health&Beauty ALFRED RITCHY – ახალი სიცოცხლის, სურნელების და  თავგადასავლების არომატი

1 hour ago 3

Alfred Ritchy ოცნებობდა, რომ ემოგზაურა ბამბისა და ცისარტყელასგან შექმნილ ადგილებში. მას სჯეროდა, რომ თითოეული ადგილი, სადაც ფეხს დაადგამდა და თითოეული ადამიანი, რომელსაც გაესაუბრებოდა, ახალი ისტორიის დასაწყისი იქნებოდა. ბავშვობაში მოგზაურობაზე ოცნებები მოგზაურობისთვის გეგმებად აქცია და დღემდე აღფრთოვანებულია ამ ადგილებით. Alfred Ritchy სუნამოს აღიქვამს, როგორც პასპორტს, ყოველი არომატი ადგილის სიცოცხლის, სინათლის, ჰაერისა და მოგონებების წარმავალ მომენტს იპყრობს.

ALFRED RITCHY LAKESIDE

იაპონიაში მოგზაურობისას, ყვავილობის ხანმოკლე პერიოდში, Alfred Ritchy 7:30 საათზე გაჩერდა, რათა იშვიათი სიმშვიდის მომენტი შეეგრძნო. Alfred Ritchy LAKESIDE დელიკატური ყვავილოვანი სურნელით გამოირჩევა. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

ALFRED RITCHY ANATOLIA

კაბადოკიაში გამთენიისას, როდესაც საჰაერო ბურთები ნარინჯისფერ ცაზე აფრინდნენ, Alfred Ritchy-მ ეს მომენტი 5:30 საათზე აღნიშნა. ანატოლიის სიურრეალისტური სილამაზე, მისი უძველესი ისტორიითა და სიზმრისეული პეიზაჟებით. ANATOLIA ციტრუსოვანი სურნელი, რომელიც გამთენიისას, დროის ჩურჩულითა და თურქეთის გულის მარადიული სულით არის ჩამოყალიბებული. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

ALFRED RITCHY NASSAU

ბაჰამის კუნძულების ვარდისფერ ქვიშაზე, სადაც ფირუზისფერი ტალღები ცოცხალ კულტურას ხვდება, Alfred Ritchy ამ მომენტს 17:47 ინიშნავს. ბაჰამური სტუმართმოყვარეობის სითბო, მუსიკის რიტმი და ოკეანის ნიავი მისი შთაგონების წყარო გახდა. ზღვის ნოტებით, ტროპიკული ხილითა და სანელებლებით, მან შექმნა NASSAU, არომატი, რომელიც ჯადოსნური სანაპიროს ხიბლს გადმოსცემს. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

ALFRED RITCHY SERPENTIA

ჩინეთში, გაზაფხულის ფესტივალის დროს, Alferd Ritchy6:18 საათზე გაჩერდა, როდესაც ქუჩებს წითელი ფარნები ანათებდა და საკმეველი ფეიერვერკის ტკაცუნს ერწყმოდა. ამ მომენტისგან შთაგონებით შეიქმნა SERPENTIA, ჩინეთის მარადიული მემკვიდრეობის სულისკვეთებით გაჯერებული სუფთა და ბრწყინვალე არომატი. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

ALFRED RITCHY BOCAGRANDE

კარტახენა მზის ჩასვლისას. მუსიკა ქუჩებში, ვარდები ყველა აივანზე და თბილი კარიბული ნიავი. BOCAGRANDE – არომატი, რომელშიც პიკანტური მსხალი, აყვავებული ვარდი, საკმეველი და თბილი ვანილი ერთად ცეკვავენ მომაჯადოებელ ყვავილოვან სურნელში. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

სრულად წაკითხვა