#OK! H&M გალერია თბილისში ბრუნდება

3 days ago 11

H&M მოხარულია გაცნობოთ, რომ 2 ოქტომბერს, დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, “გალერია თბილისისსავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიის კარი კვლავ გაიღება.

სამ სართულზე განთავსებული 2,363 მ² ფართობის სივრცე სრულად განახლდა – მოდერნიზებული დიზაინითა და გაუმჯობესებული კონცეფციით. H&M-ისთვის, რუსთველის გამზირზე მდებარე მაღაზიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ აქ დაიწყო ბრენდის მოგზაურობა საქართველოში 2017 წელს. დღეს ეს მომენტი H&M-ის მისწრაფების სიმბოლოა – შექმნას შთამაგონებელი გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი მოდის საშუალებით და ამავდროულად ისიამოვნოს კომფორტული და სასიამოვნო შოპინგის გამოცდილებით.

განახლებული მაღაზია მომხმარებლებს შესთავაზებს ქალების, კაცების, ბავშვებისა და ჩვილების მოდურ ტანსაცმელსა და აქსესუარებს. H&M-ის მიზანია, ქართველ მომხმარებლებს წარუდგინოს მრავალფეროვანი კოლექცია, სადაც ყველას, პირადი სტილის მიუხედავად, შეეძლება აღმოაჩინოს ნივთები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს მათ ინდივიდუალობას – იქნება ეს კლასიკური და მარადიული სტილი თუ მოდის ტენდენციების განმსაზღვრელი აქცენტები.

თბილისში მაღაზიის ხელახალი გახსნა H&M-ისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქალაქი არის ადგილი, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ხედვა ერწყმის ერთმანეთს და აჩენს შთაგონებას შემოქმედებისთვის. კულტურული მრავალფეროვნებითა და მარადიული სულისკვეთებით ცნობილი თბილისი ქმნის იმ ატმოსფეროსა და გარემოს სადაც მოდა ბუნებრივად ვითარდება.

განახლებული დიზაინითა და თანამედროვე ინტერიერით, მაღაზია მომხმარებლებს შთამაგონებელ და შეუფერხებელ შოპინგის გამოცდილებას ჰპირდება.

ჩვენთვის მართლაც გამორჩეულია საქართველოში მდებარე H&M-ის პირველი მაღაზიის განახლება და დიდი ხნის ნანატრი მოდერნიზაციის პროცესის დასრულება. მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს კვლავ ვუმასპინძლებთ განახლებულ და ლამაზ სივრცეში, სადაც მათ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდებათამბობს რიკარდო ვალენტე და კონსეიკაო, H&M-ის თურქეთის გაყიდვების ბაზრის, გაყიდვების მენეჯერი.

2 ოქტომბერს, ხელახლა გახსნის აღსანიშნავად, სტუმრებს ადგილზე სადღესასწაულო ატმოსფერო დახვდებათ – H&M-ის Pop-up კაფე, შემოდგომის შთაგონებით შექმნილი საჩუქრები და მრავალი სხვა სიურპრიზი. პირველ მომხმარებლებს კი საჩუქრად სპეციალური სავაჭრო ვაუჩერები გადაეცემათ.

H&M Hennes & Mauritz AB (H&M) – საერთაშორისო მოდის ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მოდისა და ხარისხის მომხმრებლებისთვის საუკეთესო ფასად, მდგრადი გზით შეთავაზებით – საქართველოში პირველად 2017 წელს შემოვიდა და დღეს სამი მაღაზიით არის წარმოდგენილი. ბრენდის პირველი ქართული ლოკაციის მოდერნიზება ხაზს უსვამს H&M-ის მუდმივ ერთგულებას ქართველი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მოდის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზების მიმართ.

რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია ოფიციალურად 2 ოქტომბერს, დილის 11:00 საათზე გაიხსნება. 

კონტაქტი:

[email protected]

H&M ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და პრესისთვის განკუთვნილი ფოტოების სანახავად ეწვიეთ hmgroup.com/media-ს.

სრულად წაკითხვა