თამამად შეიძლება ითქვას, რომ OK! ყოველთვის გამოირჩეოდა სიახლეებითა და ტრენდული თემების აქტიური გაშუქებით. ბოლო წლებში ვხედავთ, რამდენად გაიზარდა საზოგადოების დაინტერესება ჯანდაცვის სფეროთი, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან წვდომითა და სანდო ინფორმაციის მიღებით. სწორედ ამ მზარდი ტენდენციის საფუძველზე, OK! Magazine-ის გუნდი გთავაზობთ ახალ პროექტს – OK!doctors–ს, რომელიც აერთიანებს OK!-ის ხარისხს და ჟურნალისტურ პასუხისმგებლობას მედიცინის სამყაროს მიმართ.
როგორც პროექტის მენეჯერი – ქეთა დაუშვილი ამბობს, OK!–ის გუნდი განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს რესპოდენტებს, რათა მკითხველამდე ღირებული ინფორმაცია მივიდეს.
,, ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან კლინიკებთან, დარგის ავტორიტეტულ სპეციალისტებთან და სამედიცინო სფეროში მოქმედ სანდო ორგანიზაციებთან. OK!doctors–ს მოგცემთ საშუალებას, გაიგოთ უახლესი ინფორმაცია პრევენციასა და მკურნალობის ინოვაციურ მიდგომებზე, ასევე მიიღოთ რჩევები ჯანმრთელი ცხოვრების წესზე.
ჩვენი მიზანია, გავაგოთ ხიდი პაციენტსა და ექიმს შორის — გავზარდოთ ნდობა, ცნობადობა და დავანახოთ საზოგადოებას ადამიანური სახე იმ პროფესიების, რომელთაც ყოველდღიურად ჩვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა აბარიათ. გვექნება ექსკლუზიური ინტერვიუები ექიმებთან, სიღრმისეული სტატიები სამედიცინო ინოვაციებსა და ტენდენციებზე.
გარდა ამისა, OK! Doctors გააერთიანებს ესთეტიკას და სამედიცინო სანდოობას. OK!-ის გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი — საზოგადოებასთან ღირებული და გრძელვადიანი ურთიერთობის გასაღრმავებლად.’’ – ქეთა დაუშვილი.