4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 7 ბრალდებულს მიუსაჯეს პატიმრობა

2 hours ago 4

19.06.202619.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

დღეს, 19 ივნისს, 4 ოქტომბრის მორიგი საქმეზე განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა 7 ბრალდებულს:

  • დავით ჟღენტი — პატიმრობა 5 წლით;
  • კახაბერ მჟავანაძე — პატიმრობა 5 წლით;
  • დავით სტურუა — პატიმრობა 5 წლით;
  • კონსტანტინე კოკაია — პატიმრობა 5 წლით;
  • გიორგი ჩახუნაშვილი — პატიმრობა 5 წლით;
  • ზაქრო ალბუთაშვილი — პატიმრობა 5 წლით;
  • ია დარახველიძე — პატიმრობა 3 წლით;

გოგი ჩახუნაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, ბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს. გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული ია დარახველიძეც, თუმცა ის სხდომას არ დასწრებია. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი 8 თვეა ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

სრულად წაკითხვა