4 ოქტომბრის 14-მა პატიმარმა საპროცესო გარიგებით ციხე დატოვა

4 hours ago 3

დღეს, 10 ივნისს საპატიმრო დატოვა 4 ოქტომბრის საქმის 14-მა ბრალდებულმა. ყველა მათგანი ბრალის გამოცხადებამდე, საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა.

ესენი არიან: გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე, ხვიჩა გოგოხია, გიორგი ქორქია, ლევან ჯიქია, გიორგი რურუა, ლაშა ივანაძე, სერგო მეგრელიშვილი, ვახო ფიცხელაური.

გუშინ, 9 ივნისს ასევე საპროცესო გარიგებით საპატიმროდან 8 პირი გათავისუფლდა.


4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 ადამიანს წარუდგინეს ბრალი. მათგან 2 მიმალვაშია – ანტონ უპერის გარდა გამოძიება ეძებს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს. 64-პირიანი საქმე 5 ჯგუფად იყო გაყოფილი. 5-დან ერთი ჯგუფის წევრების განაჩენი 7 მაისს გამოცხადდა. ამ ჯგუფს ე.წ. ორგანიზატორების ჯგუფად მოიხსენიებდნენ, რადგან 10 ბრალდებულიდან 5-ს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშას ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლი ჰქონდა შეფარდებული. თითოეულ მათგანს 7-7- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამავე ჯგუფში შედის ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც დაუსწრებლად შეუფარდეს 2 წელი, ხოლო ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს და გური ჟვანიას 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეზე 10-პირიანი საქმეზე მსჯავდებულებს:

  • პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • პაატა მანჯგალაძეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს — სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
  • თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
  • გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
სრულად წაკითხვა