ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 აგვისტო

14 hours ago 3

ამ კვირაში ცაზე ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. 8 აგვისტოს მარსი-ურანის ტრინი შესანიშნავი ასპექტია ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანებისთვის. წარმატების მიღწევა შეუძლიათ გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინჟინრებსა და სერვისცენტრების ტექნიკოსებს. კარგი ასპექტია ტექნიკური ინოვაციებისა და კომპიუტერული აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფის შემოქმედებითი განვითარებისთვის.

8-9 აგვისტო, მარსი-სატურნის ოპოზიცია ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ასპექტია. მარსი აქტიურ აქტივობას გულისხმობს, ხოლო სატურნი ოპოზიციაში ხელს უშლის ნებისმიერ აქტივობას, ბლოკავს მას. დიდი ენერგიის დახარჯვით მინიმალური შედეგი მიიღწევა. ეს შეიძლება შევადაროთ მანქანას, რომელიც ღრმა ჩიხში მოხვდა და მუდმივად ძრავას აჩქარებს იმ იმედით, რომ ჩიხიდან გამოვა. ნებისმიერ სამუშაოს შეიძლება სირთულები შეექმნას.

9-10 აგვისტო, მარსი-ნეპტუნის ოპოზიცია – ეს ასპექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ცრუ მოსაზრებებითა და შეხედულებებით ნაკარნახევ ქმედებებთან. ამ ასპექტის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი ძალიან მგრძნობიარე ხდება – ის ადვილად იტყუება და არასწორი გზით მიდის. შეიძლება გაიზარდოს დამოკიდებულება ალკოჰოლზე და სხვა ნივთიერებებზე, რომლებიც შეცვლილი რეალობის მდგომარეობას იწვევს.

10 აგვისტო, მარსი-პლუტონის ტრინი – ეს ასპექტი ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობის ზრდას. სპორტსმენებმა შეიძლება დაამყარონ რეკორდები, სამსახურში შეიძლება გაიზარდოს გამძლეობა და სამუშაოს შესრულების დონე.

მოკლედ, ამ კვირაში „ზეციურ სცენაზე“ საინტერესო სიუჟეტი ვითარდება. „ცვლილებების ქარით“ სავსე იალქნის მსგავსად, პლანეტარული ენერგიები მოგვიწოდებენ, დავტოვოთ ჩვენი ჩვეული ნავსაყუდელი და თამამად ავირჩიოთ ცხოვრების ახალი კურსი. დეტალებს ჰოროსკოპში წაიკითხავთ.

ვერძი

ამ კვირის დასაწყისი კარგი იქნება მარტოობისა და დასვენებისთვის, თუ შვებულებაში ხართ, აგრეთვე, ინტელექტუალური კვლევისთვის, თუ მსგავსი კვლევის დაწყებას აპირებთ. ოთხშაბათი პროდუქტიული დღეა, თქვენმა ხელმძღვანელებმა შეიძლება ყურადღება მიაქციონ თქვენს წარმატებებს, კარიერული წინსვლის შანსი იზრდება. შესაძლოა შემოგთავაზონ უფრო მაღალი თანამდებობა, რაც დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ხუთშაბათს კოლეგებისა და პარტნიორებისგან დახმარებას მიიღებთ თქვენი გეგმების განხორციელებისას. სამუშაო სწრაფ რეაქციას მოითხოვს – ნუ დაკარგავთ დროს ეჭვებზე.

შაბათს  ოჯახში მოსალოდნელია კამათი. კვირას სასურველია თავი შეიკავოთ დაჩქარებისგან, ამ დღეს უმჯობესია დაკვირვება, ვიდრე მოქმედება.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 8.

კურო

ამ კვირაში წინასწარ დაგეგმილი მოგზაურობები წარმატებული იქნება, სპონტანურად კი უმჯობესია არსად წახვიდეთ. კარგი დროა ბინის კოსმეტიკური რემონტისთვის, აგარაკის მოწყობისთვის, ავეჯის შესაძენად, ინტერიერის გაფორმებისთვის. თუ უკმაყოფილო ხართ ამჟამინდელი გარემოებებით, მაშინ შეეცადეთ, შეცვალოთ რაღაც საკუთარ თავში, დანარჩენი თავისით შეიცვლება. ახლა შეგიძლიათ წამოჭრათ ყველაზე აქტუალური საკითხები, რომლებიც ადრე მხოლოდ კონფლიქტებს იწვევდა. ხუთშაბათს შესაძლო შეუსაბამობები ხელს შეუშლის პროფესიული და საქმიანი პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ხელმძღვანელების კეთილგანწყობა გაამარტივებს მათ აღმოფხვრას. თქვენი წარმატება ამ დღეებში დამოკიდებულია არა იმდენად მასშტაბურ ქმედებებზე, რამდენადაც სიზუსტესა და ორგანიზებულობაზე.  კარგი დროა საქმიანი პარტნიორობის განვითარებისთვის.

შაბათ-კვირა ხელსაყრელია მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 4, 8,

არასასიკეთო დღე: 7.

ტყუპი

აზრიანი მოქმედებები თქვენს კარიერას მხოლოდ წაადგება. შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ეს კვირა ხელსაყრელი დროა თქვენი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, კონტრაქტების ხელმოწერისთვის, გამომცემლობებთან თანამშრომლობისთვის. ხუთშაბათიდან შესაძლებელია მოკლე მოგზაურობები და სასიამოვნო შეხვედრები. შესაძლოა თქვენზე დადებითად იმოქმედონ სხვა ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებთანაც ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონით ან ინტერნეტით გაქვთ. ეს კვირა საკმაოდ დაძაბული დროა ახალდაქორწინებულებისთვის. ეცადეთ, არ გამოიწვიოთ კონფლიქტები და უფრო ტოლერანტული იყოთ პარტნიორის მოთხოვნების მიმართ.

შაბათ-კვირისთვის დაგეგმეთ რაიმე უჩვეულო და ორიგინალური. ნაკლები ინერვიულეთ, მეტად ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

კირჩხიბი

ეს კვირა შეიძლება ხელსაყრელი იყოს თქვენთვის პროფესიული საქმიანობისა და შემოქმედებითი კვლევის სფეროში, მაგრამ სანამ რამეს გააკეთებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. იყავით ყურადღებიანი, ფრთხილი, მოუსმინეთ ინტუიციის ხმას. გექნებათ შესაძლებლობა დაამყაროთ საქმიანი კავშირები და პირადი კონტაქტები. ცხოვრების წესის გარკვეული ცვლილებები დაუყოვნებლივ დადებითად იმოქმედებს არა მხოლოდ თქვენს პროდუქტიულობაზე სამუშაოს შესრულებისას, არამედ თქვენს ჯანმრთელობაზეც. ეცადეთ, დღის განმავლობაში უფრო თანაბრად გაანაწილოთ თქვენი ძალისხმევა და ზედმეტად არ დაიტვირთოთ, რადგან ენერგიის დაკარგვამ შეიძლება თქვენი ორგანიზმის დაცვა შეასუსტოს. იფიქრეთ შვებულებაზე.

შაბათ-კვირას, მშვიდ  გარემოში, მოგივათ იდეები, რომლებიც შეიძლება მომავალი წარმატების საფუძველი გახდეს.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

ლომი

ვარსკვლავების მდებარეობა შესაძლებლობას მოგცემთ, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. სამშაბათს სამსახურში პრობლემები, სავარაუდოდ, ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამოა. ვინც არ უნდა იყოს საბოლოოდ მართალი, ნამდვილად არ ღირს ამაზე ღია დაპირისპირების დაწყება. ეცადეთ, ყველაფერი თავად მოაგვაროთ. თქვენ გაქვთ იდეა, რომელიც დიდი ხანია საჭიროებს განხორციელებას – დაიწყეთ მცირედით და უკან არ დაიხიოთ. კოლეგები შეიძლება სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ მოახერხებთ თქვენი შესაძლებლობების დამტკიცებას. შესაძლოა მოულოდნელად დაიჭიროთ თავი იმ აზრში, რომ წინასწარ იცით, რას იტყვის ესა თუ ის ადამიანი ან როგორ მოიქცევა. მოსალოდნელია გაუგებრობები წარმოიშვას მეგობრებთან, მეზობლებთან და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობაში.

შაბათ-კვირა არ არის საუკეთესო დრო ახალი ადამიანების გასაცნობად – გაითვალისწინეთ!

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 5.

ქალწული

ამ კვირაში ბედმა შეიძლება სასიამოვნო ნაცნობები გაჩუქოთ, რომლებიც, თუ თქვენს პირად ცხოვრებას არ შეცვლიან, აუცილებლად დაგეხმარებიან ბიზნესსაქმიანობაში. ცხოვრების მიმართ მარტივი დამოკიდებულება და ნებისმიერი პრობლემის დადებითად შეფასების უნარი საშუალებას მოგცემთ, ზედმეტი ძალისმევის გარეშე და ბუნებრივად მიაღწიოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის გზებს. ნუ მისცემთ ეჭვიანობას და მესაკუთრეობას გრძნობას, განსაზღვროს თქვენი ქცევის ხაზი. ფრთხილად იყავით გადაწყვეტილებების მიღებისას, თავს ნუ მოიტყუებთ. ხელსაყრელი დროა ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ან ახალ სამსახურში გადასასვლელად. ხუთშაბათი კარგი დღეა საჯარო გამოსვლებისთვის. პარასკევს შესაძლოა თქვენ გარშემო ინტრიგები აგორდეს.

შაბათ-კვირას სასურველია დაესწროთ კონცერტებს ან სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს.

სასიკეთო დღეები: 4,  7.

არასასიკეთო დღე: 6.

სასწორი

ამ კვირაში წინასწარ არ უნდა ინერვიულოთ მოახლოებულ ცვლილებებზე სამსახურში, რადგან ისინი უკეთესობისკენ იქნება მიმართული. შეძლებთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. სასურველია შეხვედრები და დავალებები წინასწარ დაგეგმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი შეიქმნება და ინერვიულებთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ორაზროვანი სიტუაციები. ნუ გამოიტანთ დასკვნებს ემოციების საფუძველზე. ამ კვირის ყველაზე დაძაბული და საინტერესო თემა ფულია. პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ხარჯების კარგად დაგეგმვა. პირად ცხოვრებაში იყავით ყურადღებიანი და მზრუნველი  საყვარელი ადამიანის მიმართ, რადგან მას თქვენი სითბო აკლია.

შეეცადეთ შაბათ-კვირა სასურველ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

მორიელი

ეს კვირა ცხოვრების მრავალ სფეროში განახლებისთვის ხელსაყრელი დროა და მორიელებს ლიდერული თვისებების დემონსტრირების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც სამსახურის შეცვლაზე ფიქრობს: დაიწყეთ შეთავაზებების შესწავლა, გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თქვენი ჯანმრთელობა და განწყობა გაუმჯობესდება. მოვლენების განვითარება დიდწილად დამოკიდებული იქნება პრობლემის შესახებ თქვენს შეხედულებაზე, ნუ იქნებით პესიმისტი. ხუთშაბათს შეძლებთ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმისა და შეუცვლელობის დემონსტრირებას. თქვენი, როგორც შუამავლის, მომლაპარაკებლისა და დიპლომატის, შესაძლებლობები კარგ შედეგებს მოგიტანთ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, მომავალი აქტიურობისთვის იზრუნოთ და თან კარგადაც დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

მშვილდოსანი

თუ გსურთ წარმატების მიღწევა, მაშინ უნდა განსაზღვროთ თქვენი პრინციპები და კარგად გააცნობიეროთ, რა გსურთ და რა პირობებით. უკიდურესობებში ნუ გადავარდებით. კვირის დასაწყისი აღინიშნება გაურკვევლობითა და შფოთვითაც კი. ეცადეთ, წვრილმანებზე არ იფიქროთ და თამამად ითხოვეთ დახმარება. იაქტიურეთ და დაბრკოლებები თქვენთვის სასურველ გამოცდად მოგეჩვენებათ, შესაბამისად, ენთუზიაზმით გადალახავთ. პარასკევი კარგი დღეა კონსტრუქციული წინადადებებისთვის, ხელმძღვანელობასთან კონტაქტები სასარგებლო იქნება. შესანიშნავი კვირაა თვითგანვითარებისა და ტრენინგისთვის.

შაბათ-კვირას სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 7.

თხის რქა

სასურველია ამ კვირაში არ აიღოთ მნიშვნელოვანი საქმეები, თუ შესაძლებელია, შეამციროთ სამუშაოს მოცულობა. კარგად დაუფიქრდით თქვენს სიტყვებსა და ქმედებებს. შესაძლებელია განწყობის ცვალებადობა, რაც ყოველთვის დადებითად არ აისახება სამუშაოზე. ოთხშაბათს მოსალოდნელია ძალზე საინტერესო ინფორმაციის მიღება. ხუთშაბათს კი შეიძლება ოფისის ინტრიგებში გაეხვიოთ. აუცილებელია სიტუაციის მშვიდი, გააზრებული ანალიზი როგორც პირადი ურთიერთობების სფეროში, ისე სამუშაო პროცესში. ნებისმიერი სადავო საკითხის მშვიდობიანად მოგვარება შესაძლებელია, ახლა გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაქვთ ურთიერთგაგებისა და კომპრომისისთვის.

შაბათ-კვირის იზრუნეთ თქვენს აგარაკზე, სადაც შვებულების გატარებას აპირებთ.

სასიკეთო დღეები: 6,

არასასიკეთო დღე: 7.

მერწყული

ამ კვირაში, ირგვლივ მყოფების გავლენით, შეგიძლიათ დაიწყოთ ენერგიული საქმიანობა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი შრომა საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას, ამიტომ გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც პირადად ნამდვილად გჭირდებათ. ოთხშაბათს ფსიქოლოგიური და ფინანსური პრობლემების მოულოდნელი გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია. პარასკევს შესაძლოა შეხვედრაზე მოხვდეთ, რომელიც არსებული სიტუაციისადმი თქვენი შეხედულების შეცვლაში დაგეხმარებათ. საქმეები განსაკუთრებით კარგად მიდის შემოქმედებითი და პროაქტიული ადამიანებისთვის. არსებობს შესაძლებლობა, პრაქტიკაში განახორციელოთ თქვენი იდეები.

კვირას კარგია სახლში ნებისმიერი სარემონტო სამუშაოების დაწყება. შესაძლებელია, ასევე, მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 9.

თევზები

ბრწყინვალე შესაძლებლობების კვირა გელოდებათ. სიფხიზლე და ინტელექტის მაქსიმალური გამოვლენა მოგიწევთ. ახალი ნაცნობები ჩნდებიან. საქმეები განსაკუთრებით კარგად მიდის მათთვის, ვინც სამსახურში მოვლენებს ადევნებს თვალყურს და მზადაა, მომგებიანი ფსონი დროზე დადოს. ფილოსოფიურად შეხედეთ არსებულ სიტუაციას და ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებზე ზეწოლა გაზარდოთ. შესაძლებელია ხაფანგები და შეცდომები. როგორც ჩანს, ვიღაც საკუთარი მიზნებისთვის ცდილობს თქვენს გამოყენებას – ფრთხილად იმოქმედეთ!

კარგი იქნებოდა შაბათ-კვირას აგარაკზე პიკნიკის მოწყობა და მეგობრების მიწვევა.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა