ცნობილი სპორტსმენის, ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლე, ქეთი ყველაშვილი, ყოფილი ქმრის შესახებ ამბები.ჯი-სთან ყვება და ამბობს, რომ თანაცხოვრებისას ურთულესი დღეები აქვს გამოვლილი.
ქეთი ყველაშვილი:
-ჩვენი ოჯახი დაინგრა იქამდე, სანამ მისგან წამოვიდოდი… სხვა ქალი არ ყოფილა ამისი მიზეზი. ჩვენი ურთიერთობა დარღვეული იყო იმიტომ, რომ ორი და სამი წლის ბავშვებს ღამით, ოთახს უკეტავდა და არ მქონდა უფლება, შევსულიყავი შვილებთან.
– აღზრდის მეთოდი ჰქონდა ასეთი? – რატომ კეტავდა ბავშვებს.
– მაგალითად საბა რატომ გაეკარა მის ველოსიპედს, ბავშვი წკეპლით სცემა. ალბათ მისი ფსიქიკა იყო ასეთი. 6 თვის იყო საბა, ჭამა რომ გადაუცდა და ტირილი დაიწყო, ამაზე გაბრაზდა და ჩაარტყა ბავშვს. ძგიდე ახლაც გამრუდებული აქვს ცხვირზე. მითხრა, რომ შენ თქვი, ბავშვი გადმოგვარდა საწოლიდანო. ვიცი, რომ ეს დაუჯერებელია და იტყვიან, ვიტყუები.
– მარტივად გაგიშვათ თავისი ცხოვრებიდან?
– არა, ყველამ იცის თუ ვინმე მიცნობს, რომ დეიდასთან ვიმალებოდი ბავშვებთან ერთად. დაშორების შემდეგ დედასთან დავბრუნდი. ძალიან ვიწროდ ვცხოვრობდი. ვთხოვდი, რომ იმდენი სახლები და ფართები ჰქონდა, ჩვენთვის საცხოვრებელი მოეცა.
– ამ დროს უკვე ხათუნა მიქაცაძეზე იყო დაოჯახებული?
– დიახ, ეს მისი სტილია. ბოლომდე არ არის გაშორებული და სხვა ქალს ატყუებს და ის მოჰყავს ცოლად… საბა რომ გამიჩნდა, სამი თვის იყო, როდესაც მითხრა, რომ მისი პირველი მეუღლე ნანა, მისგან ორსულად იყო.
– ლუკას მეოთხე შვილი პირველ ცოლთან მაშინ შეეძინა, როდესაც თქვენთან ცხოვრობდა?
– დიახ…
– რა არ გაპატიათ ლუკა კურტანიძემ, რომ ქონების გარეშე დაგტოვათ და ბავშვებზე უარი თქვა?
– მამას ბავშვებისთვის არაფერი გაუკეთებია. სასამართლომ მოგვცა გორგასლის ფართი, დანარჩენი გადამალა. დარჩა სარდაფი, რომელიც მოსამართლემ ბავშვებს მიაკუთვნა და ალიმენტი. საბას მამას ისე ენატრებოდა, სიცხემაც კი მისცა, როდესაც ვწერდი ამაზე პოლიციას მიგზავნიდა სახლში, რომ ოჯახს მინგრევსო. ხათუნა ორი შვილის დედაა და კარგად იცის, პატარა ბავშვების დედას როგორ უჭირს და ამას ასე არ მიიღებდა. მასთან რა პირადი უნდა მნდომებოდა, როდესაც ძლივს დავეხსენი…
– ქეთი, მართლა ხართ სოციალურ დაუცველთა ბაზაში?
– დედასთან რომ ვცხოვრობდი, ბავშვები პატარები იყვნენ და სოციალურად დაუცველის სტატუსი მოგვანიჭეს. ახლა სადაც ვცხოვრობთ, ეს ფართი სარდაფად არის გატარებული. დახმარება ვითხოვე, მივმართე მთავრობის ადმინისტრაციას და მალევე მოვიდნენ, მითხრეს, რომ გვერდში დაგვიდგებიან. გოგონას პრობლემები აქვს ფსიქოლოგიური. მეოთხე წელია ვებრძვით ამ მდგომარეობას. ბავშვმა ექიმს სთხოვა მამასთან მინდა გასაუბრება, მენატრებაო. ვცდილობდით კონტაქტზე გასვლას ექიმი და მე, მაგრამ არ მოგვაქცია ყურადღება. დაგვბლოკა…
ამდენი წელი ჩუმად ვიყავი და არაფერზე მიჩივლია. თუ საჩივარი იყო იმ წლებში ვუჩივლებდი, ძალადობის მსხვერპლი რომ ვიყავი. ერთხელ ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, აქედანვე წავიღებ განცხადებასო. მაგრამ არ გავწირე. იმ დროს ლუკას დევნიდნენ, ვიცოდი, რომ ციხეში რომ მოხვედრილიყო, ცოცხალი ვერ გამოვიდოდა.
ამბები.ჯი