WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17–23 აგვისტოს პერიოდში მნიშვნელოვანია, გონივრულად მართოთ ენერგია, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობები მოაწესრიგოთ.

ეს კვირა ხელსაყრელია დაგროვილი საქმეების დასასრულებლად და სამომავლო გეგმების განსახილველად. პასუხისმგებლობა და მოლაპარაკების უნარი სამსახურში გამოგადგებათ, ხოლო პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება მოთმინება და გულწრფელობა.

ამ კვირაში ცაზე ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება.

🌌 17 აგვისტო – მარსი-ნეპტუნის კვადრატი

ამ ასპექტის გავლენით შესაძლოა გაძლიერდეს ეჭვიანობა, მესაკუთრეობის განცდა და ემოციური დაძაბულობა. ასევე, შეიძლება მოიმატოს სექსუალურმა ლტოლვამ. სიყვარულმა შესაძლოა დრამატული ელფერი შეიძინოს და ძლიერი ვნებები გააღვივოს.

ამ პერიოდში მეტი სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ საკითხებში – არსებობს მოტყუებისა და ფინანსური დანაკარგების რისკი. ასევე, უმჯობესია თავი შეიკავოთ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისგან.

🪐 17 აგვისტო – მერკური-სატურნის ტრინი

ეს ჰარმონიული ასპექტი ხელს უწყობს ლოგიკურ აზროვნებას, პრაქტიკულ მიდგომასა და ინტელექტუალურ საქმიანობას. კარგი პერიოდია სამეცნიერო კვლევებისთვის, საინჟინრო და ტექნიკური საკითხების შესასწავლად, ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ადამიანები ამ გავლენის ქვეშ შესაძლოა უფრო პრაქტიკულები და წინდახედულები გახდნენ. ეს კარგი დროა საქმიანი აქტივობისთვის, ცოდნის გაღრმავებისა და ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც სერიოზულ და დაბალანსებულ მსჯელობას მოითხოვს.

💕 17 აგვისტო – ვენერა-იუპიტერის სექსტილი

როდესაც ეს ორი პლანეტა ჰარმონიულ ასპექტში ხვდება, მათი დადებითი გავლენა ძლიერდება. უპირველესად, ეს ხელსაყრელი პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის.

კარგი დროა დღესასწაულებზე, კონცერტებზე, ქორწილებსა და იუბილეებზე დასასწრებად. ეს ასპექტი ხელს უწყობს შერიგებასა და ჰარმონიის აღდგენას.

ამ პერიოდში ბევრს შეუძლია გააკეთოს გააზრებული ფინანსური არჩევანი. შესაძლოა გაიზარდოს სამკაულების, მოდური ნივთების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ლამაზი ნივთების შეძენის სურვილი. ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისთვისაც.

⚖️ 21 აგვისტო – ვენერა-სატურნის ოპოზიცია

ეს ასპექტი შესაძლოა სიყვარულში იმედგაცრუებასა და მარტოობის განცდას უკავშირდებოდეს.

ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო. მნიშვნელოვანი ტრანზაქციებისა და დიდი შესყიდვების განხორციელება უმჯობესია გადადოთ, რადგან შესაძლოა ხარჯებმა მოლოდინს გადააჭარბოს.

♈ ვერძი

ამ კვირაში სამსახურში დამატებითი დავალებების შესრულებამ შესაძლოა შემოსავალი მოგიტანოთ ან თქვენი პროფესიული რეპუტაცია გააძლიეროს. მნიშვნელოვანი საქმის დაწყება უმჯობესია ოთხშაბათამდე გადადოთ – ამ დღეს დაწყებულ პროექტებს წარმატების კარგი შანსი ექნება. სხვების რჩევების გათვალისწინებაც გამოგადგებათ.

კვირის დასაწყისში პირად ურთიერთობებში შესაძლებელია უთანხმოება, თუმცა მოთმინებით მის დაძლევას ადვილად შეძლებთ.

შაბათ-კვირა კარგია ქალაქგარეთ მოკლე მოგზაურობისთვის. კვირას კი უმჯობესია, თავი შეიკავოთ დიდი თანხის სესხებისგან იმ ადამიანებისთვის, რომელთა სანდოობაშიც დარწმუნებული არ ხართ.

სასიკეთო დღეები: 19, 22
არახელსაყრელი დღე: 18

♉ კურო

ამ კვირაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ – კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ზოგჯერ დუმილი ოქროზე ძვირფასი იქნება და ბევრი რამ თქვენს განწყობასა და შინაგან მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

დეტალებისადმი ყურადღება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში კი ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ ცუდმა განწყობამ თქვენს ურთიერთობებზე იმოქმედოს.

შაბათ-კვირას შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 18, 23
არახელსაყრელი დღე: 17

♊ ტყუპი

ამ კვირაში საქმიანი შეხვედრები გელოდებათ. საჭირო ინფორმაციას დროულად მიიღებთ და შესაძლოა გარშემო მყოფებიც გააკვირვოთ. თუ ენერგიას გონივრულად გადაანაწილებთ, ზედმეტ დატვირთვას ადვილად აიცილებთ თავიდან.

თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები შესაძლოა ფინანსურ წარმატებად იქცეს. პირად ცხოვრებაში კი სიმშვიდე გელოდებათ – თქვენი გრძნობები ორმხრივია.

შაბათ-კვირა იდეალურია მოკლე მოგზაურობისთვის ან პარტნიორთან ერთად სასიამოვნო გასეირნებისთვის.

სასიკეთო დღეები: 18, 22
არახელსაყრელი დღე: 21

♋ კირჩხიბი

დატვირთული გრაფიკი და ბევრი საქმე გელოდებათ როგორც სამსახურში, ისე სახლში. შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგექმნათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობისას.

ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ სიტყვებს და წინასწარ დაფიქრდეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს ნათქვამს. საერთო ჯამში, თქვენთვის წარმატებული პერიოდია.

შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან – არსებობს რისკი, რომ მათთან დაკავშირებულმა სიტუაციამ პრობლემები შეგიქმნათ. ყურადღება მიაქციეთ მანქანას ან ველოსიპედს და საჭიროების შემთხვევაში შეამოწმეთ მათი ტექნიკური მდგომარეობა.

სასიკეთო დღეები: 17, 20
არახელსაყრელი დღე: 19

♌ ლომი

ამ პერიოდში შესაძლოა ნაკლებად კომუნიკაბელური იყოთ, ამიტომ ჯობა, მნიშვნელოვანი საკითხები გადადოთ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. ეცადეთ, დაისვენოთ და გარკვეული დრო მარტო გაატაროთ.

მოერიდეთ საეჭვო პარტნიორებთან ურთიერთობას. ახალი ადამიანების გაცნობისას სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ. სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილმა კი შესაძლოა ზედმეტ ხარჯებამდე მიგიყვანოთ.

კვირის ბოლოს ყურადღება გადაიტანეთ იმაზე, რაც სიხარულს განიჭებთ. თუ შვილები გყავთ, მეტი დრო გაატარეთ მათთან, ან იზრუნეთ საკუთარ ფიზიკურ ფორმაზე – ივარჯიშეთ და მეტი იმოძრავეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 21
არახელსაყრელი დღე: 20

♍ ქალწული

მთელი კვირის საქმეები ისე დაგეგმეთ, რომ ყველაფრის დასრულება დროულად შეძლოთ. სასურველია, თავი აარიდოთ სარისკო გარიგებებს, რადგან მათი წარმატებით დასრულების შანსი ძალიან დაბალია.

ოთხშაბათს შესაძლოა მცირე სირთულეები წარმოიშვას ფინანსებთან და რესურსების მართვასთან დაკავშირებით. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანი მოგზაურობისთვის და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად.

შაბათი იდეალურია ნათესავების მოსანახულებლად, კვირა კი შეგიძლიათ სახლის მოწესრიგებას ან გარდერობის განახლებას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 22
არახელსაყრელი დღე: 19

♎ სასწორი

ნაყოფიერი პერიოდი გაქვთ. ბიზნესში წარმატება დიდწილად თქვენს ორგანიზაციულ უნარებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა სერიოზული კონკურენცია ნაკლებად მოსალოდნელია.

კვირის დასაწყისში შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები და პრობლემები შეგხვდეთ, მაგრამ სიტუაცია სწრაფად შემობრუნდება თქვენს სასარგებლოდ. კონცენტრირდით მხოლოდ იმ ამოცანებზე, რომელთა შესრულებაც ამ ეტაპზე რეალურად შეგიძლიათ.

მეგობრებთან ერთად განხორციელებულ პროექტებს განსაკუთრებით კარგი შედეგის მოტანა შეუძლია.

ეცადეთ, შაბათ-კვირას ახლობლების მიმართ მაქსიმალური მზრუნველობა გამოიჩინოთ.

სასიკეთო დღეები: 20, 21
არახელსაყრელი დღე: 18

♏ მორიელი

გექნებათ კარგი შესაძლებლობები, შეცვალოთ და გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი. შესაძლოა კარგი თანხაც გამოიმუშაოთ და პროფესიული რეპუტაციაც გაიძლიეროთ.

კარგი პერიოდია ვალების დასაფარად, კონტრაქტების გადასახედად და საერთო ხარჯების განსახილველად. არ არის რეკომენდებული გაურკვეველი პერსპექტივების მქონე პროექტებში ინვესტირება ან გრანდიოზულ დაპირებებზე დაყრდნობა.

ახლა ხელსაყრელი პერიოდია თითქმის ნებისმიერი წამოწყებისთვის – მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენს მომავალ პერსპექტივებზე.

შაბათ-კვირას კარგად გამოიძინეთ და ახალი სამუშაო კვირის წინ ძალები აღიდგინეთ.

სასიკეთო დღეები: 18, 22
არახელსაყრელი დღე: 21

♐ მშვილდოსანი

კვირის დასაწყისი იდეალურია დასახული გეგმების განსახორციელებლად. ტაქტისა და საღი აზრის წყალობით, შეგიძლიათ ბრწყინვალე შედეგებს მიაღწიოთ.

ფინანსური საკითხები და იურიდიული დოკუმენტების მომზადება კარგად წარიმართება. ახალი კავშირები შესაძლოა თქვენი კარიერისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. პირად ცხოვრებაში კი ეცადეთ, ეჭვიანობას არ აჰყვეთ.

შაბათს მოერიდეთ ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებს, რათა ზედმეტად არ დაიღალოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20
არახელსაყრელი დღე: 19

♑ თხის რქა

წარმატებით წინსვლისთვის ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა. თქვენს იდეებს დადებითად მიიღებენ და შესაძლოა მოულოდნელად კარგი შედეგებიც მოიტანოს. შესაძლებელია საქმიანი მოგზაურობაც.

ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და აღარ გადადოთ შემოწმება, რომლის ჩატარებასაც დიდი ხანია გეგმავთ.

შაბათ-კვირა დაგროვილი საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენეთ ან აქტიურად იმოძრავეთ – ფეხით სეირნობა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 19, 20
არახელსაყრელი დღე: 18

♒ მერწყული

ამ კვირაში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე აქტუალურ საკითხთან გამკლავება მოგიწიოთ. გაგიჩნდებათ ახალი იდეები ფულის გამომუშავების, დაზოგვის ან სამუშაო ფორმატის შეცვლის შესახებ.

უფრთხილდით ცდუნებებს, რომლებმაც შესაძლოა გზიდან გადაგახვევინოთ. მნიშვნელოვანია კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან შეთანხმებების წერილობით გაფორმება და არა მხოლოდ ზეპირ შეთანხმებებზე დაყრდნობა.

თუ საკუთარი პოზიციის დაცვა მოგიწევთ, გახსოვდეთ: გონივრული კომპრომისი არასდროს არის ცუდი არჩევანი.

შაბათ-კვირას სტუმრებს ელოდეთ ან თავად ესტუმრეთ ახლობლებს და აქტიურად დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 19, 23
არახელსაყრელი დღე: 20

♓ თევზები

სამსახურში თქვენმა წარმატებებმა შეიძლება მოლოდინს გადააჭარბოს. შესაძლებელია კარიერული წინსვლა ან პროფესიული ზრდის ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობების გამოჩენა.

საკმარისზე მეტი თავისუფალი დრო პირადი ცხოვრებისთვისაც დაგრჩებათ. პაემნები და რომანტიკული ურთიერთობები დიდ სიხარულს მოგიტანთ თქვენ და თქვენს პარტნიორს.

შაბათ-კვირას მოერიდეთ შორ მანძილზე მოგზაურობის დაგეგმვას – ტრანსპორტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა დრო დაგაკარგვინოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 20
არახელსაყრელი დღე: 18

თამთა გურული