WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ავტობანზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა დავით კაკულიაა.

მას ახლობლები ემშვიდობებიან:

„ჩემი დათო, მოსაფერებლადაც არ გვყავხარ…“

„ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის, როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო…

დათუჩა ჩემო სასწაულო, რატო წახვედი ასე უდროოდ რატო“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.