„წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს“ - აქციიდან დაბრუნებისას დემონსტრანტებს ლიფტთან დახვდნენ

4 days ago 9

5 მაისს, დაახლობით საღამოს 11 საათისათვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დემონსტრანტებს საცხოვრებელ კორპუსში, ლიფტიდან გამოსვლისას თავს დაესხნენ.

„ლიფტის კართან დაგვხდა ერთი არარაობა და წიწაკის სპრეი და საღებავი შეგვასხეს“, - წერს ერთ-ერთი დაზარალებული, ნუცა მახარაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ მათგანს სახეში შეასხეს მომწვანო-მოცისფრო სითხე/ნივთიერება.

ვიდეოში ასევე ისმის, რომ დაზარალებული ამბობს, რომ თვალები ეწვის და ტკივილს განიცდის.

ნუცა მახარაძის თქმითვე, უცნობმა პირმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა და მიაძახა: „თქვენი ნაცი დედა მოვ**ანო“.

აქტივისტის თქმითვე, მას და მასთან ერთად მყოფ ქეთი ჯაჯანაშვილს ერთი თვეა, „დასდევენ“.

სრულად წაკითხვა