ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2 months ago 9

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიაში,იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.გამოცემა წერს, რომ 43 წლის გ.დ.-მ მაღაზიაში ყოფნისას ქურთუკსა და შარვალში საქონლის დამალვა სცადა, პერსონალის მიერ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ კაცმა გაქცევა სცადა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება მოახერხეს.

დაკავებულს თან აღმოაჩნდა დიდი ზომის ცივი იარაღი. ქალაქ ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის პოლიციის კომისარმა პაოლო სარტორიმ დაკავებული პირისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაუქმება მოითხოვა, ეროვნული ტერიტორიიდან გაძევების ბრძანების გათვალისწინებით, რომელიც ძალაში ციხიდან გათავისუფლებისთანავე შევა.

სრულად წაკითხვა