“მინდოდა პლაჟზე ბიკინი ჩამეცვა, ამიტომ ქმარმა კერძო კუნძული მიყიდა” – არაბმა მილიონერმა ცოლს 50-მილიონიანი კუნძული უყიდა: წყვილის მდიდრული ცხოვრება (ფოტოები)

6 hours ago 5

ბიზ­ნეს­მენ­მა დუ­ბა­ი­დან, ჯა­მალ ალ ნა­კად­მა მე­უღ­ლის­თვის 50 მი­ლი­ონ დო­ლა­რად კერ­ძო კუნ­ძუ­ლი იყი­და, მას სურს, რომ ქალ­მა პლაჟ­ზე თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნოს, როცა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში იქ­ნე­ბა გა­მო­წყო­ბი­ლი.

“ბი­კი­ნის ჩაც­მა მინ­დო­და, ქმარ­მა კი კერ­ძო კუნ­ძუ­ლი მი­ყი­და”, – წერს 26 წლის ახალ­გაზ­რდა ქალი, საუდ ალ ნა­კა­დი “ინ­სტაგ­რამ­ზე” და კუნ­ძუ­ლის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

  • სა­უ­დი ბრი­ტა­ნეთ­ში და­ი­ბა­და, მისი ქმა­რი დუ­ბა­ი­ში მცხოვ­რე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი ჯა­მალ ალ ნა­და­კია. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი დუ­ბა­ი­ში სწავ­ლი­სას გა­იც­ნო და სამი წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

საუდ ალ ნა­და­კი ინფლუ­ენ­სე­რია. მისი Instagram და TikTok ან­გა­რი­შებ­ზე კარ­გად ჩანს, თუ რო­გორ მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რობს.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ წყვი­ლი ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დებს ყი­დუ­ლობს, იმა­ვე დღეს, ნივ­თებ­ში კი­დევ ორ მი­ლი­ონ დო­ლარს ხარ­ჯა­ვენ.

სა­უ­დის ვი­დეო, სა­დაც ჰყვე­ბა, რომ მისი ქმა­რი კუნ­ძულს ყი­დუ­ლობს, Instagram-ზე ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და ერთ კვი­რა­ში 2.4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა.

მე­დი­ას­თან დუ­ბა­ი­ში მცხოვ­რე­ბი ინფლუ­ენ­სე­რი აცხა­დებს, რომ კუნ­ძუ­ლის შე­ძე­ნას დიდი ხა­ნია გეგ­მავ­დნენ. “ჩემს ქმარს სურს, რომ პლი­აჟ­ზე უსაფრ­თხოდ ვიგ­რძნოთ თავი, სწო­რედ ამი­ტომ შე­ი­ძი­ნა კუნ­ძუ­ლი”, – ამ­ბობს ის.

მი­სი­ვე თქმით, კუნ­ძუ­ლის მდე­ბა­რე­ო­ბას უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვე­ბენ.

წყარო : Ambebi.ge

Post Views: 12

სრულად წაკითხვა