“ცინიზმის მწვერვალია, როდესაც “ოცნება” ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს, კალაძეს წარადგენენ” – ლევან ხაბეიშვილი

1 day ago 2

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად მე-3 ვადით კახა კალაძის წარდგენას ეხმაურება:

“ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს.

ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე – ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან.

ერთადერთი მიზეზით დარჩა კალაძე თანამდებობაზე — ივანიშვილი თირკმელს გააყიდინებს და 800 მილიონს მიატანინებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა