“დღესაც ისევე მძულს გაყიდული ოპოლიდერები, უხერხემლო ყბედები, რევიზიონისტი და მორალისტი უსაქმურები, როგორც გუშინ” – მაია ნადირაძის

12 hours ago 2

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის მაია ნადირაძის პოლიტიკური შეფასებები ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:

თავს ვალდებულად ვთვლი, კიდევ ერთხელ მივიქციო იმ ხალხის ყურადღება, რომელსაც სრულიად გულწრფელად ვუზიარებდი ჩემ რწმენას და მეგონა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო.

ეს შესაძლებლობა რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ომში ყველაფერია დასაშვები.

და მოხდა ისე, რომ არ გამოვიდა. რატომ არ გამოვიდა, ამაზე ვერ დავწერ, არც ვიცი და არც აქვს მნიშვნელობა.

მხოლოდ ის მინდა გითხრათ, რომ ჩემი პოზიცია განაპირობა იმ ხალხმა, რომლებმაც ყველაფერი სასწორზე შეაგდო, თავი გადადო და ლომს ხახაში შეუვარდა.

დღესაც ისევე ვცემ პატივს და ვწუხვარ მათ გამო როგორც გუშინ. ხვალაც გავყვები ასეთებს ომში.

ეს არის ჩემი ცხოვრების არჩევანი.

დღესაც ისევე მძულს გაყიდული ოპოლიდერები, უხერხემლო ყბედები, რევიზიონისტი და მორალისტი უსაქმურები, როგორც გუშინ.

უზნეობის მწვერვალებს იპყრობთ, როცა თავგანწირულ ადამიანებს ადანაშაულებთ იმაში, რაც თქვენი შესაძლებლობების ფარგლებშია და მეტს ვერ ქაჩავთ. ასე გაგწრთვნათ რეჟიმმა.

თუ შეგიძლია აიტანო,სიმართლე შენი
ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,
იხილო ერთ დღეს დანგრეული,სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად“ – კიპლინგის ეს სტროფი გამოდგებოდა დღევანდელობის სათაურად“, – წერს მაია ნადირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა