ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო, დაკავებულია, სულ მცირე, 427 ადამიანი

2 months ago 7

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს.

პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის ფინალური მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა შეხვედრას პარიზში, „პსჟ-ის“ სტადიონ „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

დილის მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვანდალიზმის ბრალდებით, სულ ცოტა, 427 ადამიანი დააკავეს.

ფრანგმა სამართალდამცველებმა შანზ-ელიზეზე მდებარე სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია Foot Locker-თან გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

არეულობა იყო საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც. გრენობლში მანქანა გულშემატკივრებში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც. სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ დაქსში 17 წლის ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია, დამნაშავეს ჯერ კიდევ ეძებენ.

1tv.ge

სრულად წაკითხვა