„ჩემმა მარიამმა სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ბავშვებმა მშვენივრად გაითამაშეს წარმოდგენა“ - გია ბაღაშვილი საზოგადოებას შთაბეჭდილებებს უზიარებს

1 month ago 5

მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს საკუთარი ქალიშვილების შესახებ ინფორმაციას ხშირად უზიარებს.

ამჯერად, გია ბაღაშვილის ერთ-ერთმა გოგონამ, მარიამმა სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მუსიკოსი თავადაც დაესწრო. როგორც გია ბაღაშვილის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, სპექტაკლზე ასევე იმყოფებოდა გოგონების ბაბუა – ჯემალ ბაღაშვილიც. მიღებულ შთაბეჭდილებებს მუსიკოსი საკუთარ გამომწერებს უზიარებს:

„დღეს ჩემმა მესამე გოგონამ, მარიამმა, კლასელებთან ერთად, სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ბავშვებმა მშვენივრად გაითამაშეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ მიხედვით დადგმული წარმოდგენა“, – წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

წყარო: fortuna.ge

სრულად წაკითხვა