შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო

2 days ago 7

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაგეგმილი. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მზია ამაღლობელს შსს 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას ედავება – საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი ოთხი თვეა წინასწარპატიმრობაშია, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო.

სრულად წაკითხვა