შიო III საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა

3 hours ago 1

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგა – ცერემონია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

საქართველოს რიგით 142-ე ოატრიარქს საზეიმოდ გადასცეს საკათალიკოსო მიტრა, მიტრა-გვირგვინით, ჯვარ-პანაღიითა და კვერთხი.

სწორედ მცხეთაში გაიმართა 1977 წლის 25 დეკემბერს შიო მესამეს წინამორბედის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ინტრონიზაციაც.

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.

სრულად წაკითხვა