უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიშის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, დონის როსტოვში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ დაიღუპა 2 ადამიანი და დაიჭრა 5. ტელეგრამ არხი Astra-ს მონაცემებით, მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც დაზიანდა, სავაჭრო პორტიდან 1.5 კმ.-ს დაშორებით იმყოფებოდა. მათივე ცნობით, იერიშების შემდეგ პორტის ტერიტორიაზე შენიშნეს კვამლი.
აფეთქებების კადრები ვრცელდება ტაგანროგიდანაც.
პარალელურად, უდმურტეთის რესპუბლიკის გუბერნატორის თქმით, რეგიონის ობიექტებზე ყველაზე მასშტაბური იერიშები მიიტანეს.
“ვიგერიებთ ბოლო დროის ყველაზე მასირებულ იერიშს უდმურტეთის რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებზე.” – თქვა გუბერნატორმა, ალექსანდრ ბრეჩალოვმა.
Astra-ს ცნობით, უდმურტეთში ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ სახელმწიფო რეზერვების კომბინატი “პრიორიტეტი” იყო. ობიექტის მთავარი დანიშნულებაა სახელმწიფო მატერიალური რეზერვის – საწვავის, ნავთობპროდუქტებისა და საწვავ-საპოხი მასალების – მასშტაბური მარაგების გრძელვადიანი შენახვა სპეციალურ რეზერვუარებში საგანგებო სიტუაციებისა თუ სამხედრო საჭიროებების შემთხვევაში გამოსაყენებლად. სწორედ ამიტომ, საცავებში არსებული მარაგების მოცულობისა და ობიექტის ხელმძღვანელობის შესახებ ინფორმაცია სრულად გასაიდუმლოებულია.
გარდა ამისა, გაზეთ კომერსანტის ცნობით, სარაპულში დრონების თავდასხმის გამო Wildberries-ის საწყობის თანამშრომლების ევაკუაცია გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, საწყობი არ დაზიანებულა

56 minutes ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·