,,შეიყვანა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები, რის შემდეგაც იქვე მიატოვა დს დაბრუნდა სუფრასთან” – პროკურორი

3 hours ago 2

,,რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრისას საქმის პროკურორმა თქვა:

,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ,,რატის ბარში” ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა, გვერდით გავლისას, უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხელთ არსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე. გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შემდეგ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან”, – ამბობს ის.

სრულად წაკითხვა