ბრიტანელმა ექსტრასენსმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავის დროზე კორონავირუსის პანდემია და დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა, ახალ შემაშფოთებელ პროგნოზს ავრცელებს. კრეიგ ჰამილტონ-პარკერი, რომელსაც ხშირად “ბედისწერის წინასწარმეტყველს” ან “ახალ ნოსტრადამუსს” უწოდებენ, იუწყება, რომ 2026 წლის მიწურულს მსოფლიოს გლობალური კონფლიქტი ელის.
“2026 წლის ოქტომბერი გარდამტეხი იქნება”თავის YouTube -არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მას 240 ათასზე მეტი გამომწერი ადევნებს თვალს, ექსტრასენსმა განაცხადა, რომ 2026-2027 წლები მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე სახიფათო პერიოდი იქნება.
“აგვისტოსა და სექტემბერს შორის საერთაშორისო კონფლიქტების ესკალაცია დაიწყება, ხოლო 2026 წლის ოქტომბრისთვის ომში, შესაძლოა, ერთდროულად ხუთი ქვეყანა ჩაერთოს. ეს თარიღი უკვე ძალიან ახლოსაა,” – აფრთხილებს ჰამილტონ-პარკერი.
წინასწარმეტყველური სიზმარი და დონალდ ტრამპის საფრთხე
“ახალმა ნოსტრადამუსმა” ყურადღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.
ექსტრასენსის თქმით, მან ნახა სიზმარი, სადაც ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ადმინისტრაციის სხვა წევრებთან ერთად საგანგებო ბუნკერში იმალებოდნენ.
“ეს არ ნიშნავს აუცილებლად ბირთვულ ომს, თუმცა სიზმარი მიანიშნებს, რომ ამერიკის ადმინისტრაციისა და პირადად ტრამპის სიცოცხლეს უდიდესი საფრთხე ემუქრება,” – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პროვიდერი ვარაუდობს, რომ ტრამპი ხელისუფლებაში არაკონსტიტუციური, მესამე ვადითაც დარჩება.
წყარო: Ambebi.ge
pozitivi.ge