WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მო­რი­გი ხმა­უ­რი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბაა. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და მათ მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სის კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, დიდი სკან­და­ლის მი­ზე­ზი გახ­და.

ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნალ “თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის“ მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­თი და­ი­წყო, რო­მელ­შიც მო­დის ექ­სპერ­ტმა დალი ჩი­ტა­ლა­ძემ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში თა­ვი­სი ახა­ლი ამ­პლუ­ი­სა და მას­შტა­ბუ­რი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ჩი­ტა­ლა­ძის თქმით, მან პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში მენ­ტო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და მსჯავ­რდა­დე­ბულ ქა­ლებ­თან ერ­თად ბრენდ “ახალ ზო­ნა­სა“ და 21 ლუ­ქის­გან შემ­დგარ ექ­სკლუ­ზი­ურ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, რომ­ლის დე­ფი­ლეც დე­კემ­ბერ­ში იგეგ­მე­ბა.

დალი ჩი­ტა­ლა­ძის ამ ინ­ტერ­ვი­უს სა­პა­სუ­ხოდ, პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა, ნა­თია შა­თი­რიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი და საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა – მან ჩი­ტა­ლა­ძე სხვი­სი ნაშ­რო­მით აპე­ლი­რე­ბა­სა და იდე­ის მით­ვი­სე­ბა­ში ღიად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ნა­თია შა­თი­რიშ­ვი­ლის თქმით, პრო­ექ­ტის უკან უდი­დე­სი შრო­მა, პი­რა­დი თავ­გან­წირ­ვა და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა დგას, დალი ჩი­ტა­ლა­ძის როლი კი პრო­ცეს­ში მი­ნი­მა­ლუ­რი იყო.

“იდე­აც ჩე­მია და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტიც – ჩემი. ეს პრო­ექ­ტი თა­ვი­დან­ვე ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნის­თვის შე­იქ­მნა – ქალი პა­ტიმ­რე­ბის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭის წარ­მო­ჩე­ნის­თვის.

იდე­ის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალს დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თე ქ-ნ თა­მარ ნა­დი­რა­ძეს, “მარი გოლ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს. ასე­ვე, პრო­ექ­ტში ჩავ­რთე კო­ლე­ჯი BDC-ის ჭრა-კერ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ქ-ნ თეა მა­ი­საშ­ვი­ლი. ორი­ვე მათ­გა­ნი სრუ­ლი­ად უან­გა­როდ და­მიდ­გა გვერ­დით და სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ საქ­მეს მო­ახ­მა­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ, ქ-ნ დალი ჩი­ტა­ლა­ძე საქ­მის მცოდ­ნედ რომ მი­გიჩ­ნი­ეთ. თქვენ მხო­ლოდ პრო­ექ­ტის და­სას­რულს გთხო­ვეთ, შე­გე­ხე­დათ პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის. ეს იყო თქვე­ნი წვლი­ლი ამ პრო­ექ­ტში და მეტი არა­ფე­რი.

ამ პრო­ექ­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს­გან არც ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­მი­თხო­ვია და არც ვინ­მეს ამოვ­ფა­რე­ბი­ვარ. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე. მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რად­გან არ მინ­დო­და პრო­ექ­ტი ჩაშ­ლი­ლი­ყო და იმ ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ დღეს ელოდ­ნენ, იმე­დი გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა.

დე­ფი­ლეს დას­რუ­ლე­ბის ღა­მეს სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გავფრინ­დი. ეს დე­ტა­ლი შე­საძ­ლოა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე ნა­წი­ლი იყოს, მაგ­რამ დღეს ამა­ზე სა­უბ­რის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ერ­თია – მინ­და ნათ­ლად იყოს ცნო­ბი­ლი, რამ­დე­ნი შრო­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და პი­რა­დი თავ­გან­წირ­ვა იდგა ამ პრო­ექ­ტის უკან.

და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – ეს პრო­ექ­ტი დე­ფი­ლე­თი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ის ქა­ლე­ბი დღემ­დე ჩემს გვერ­დით არი­ან. ზოგი სწავ­ლას აგ­რძე­ლებს, ზოგი სა­მუ­შაო პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბას ცდი­ლობს.

სწო­რედ ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი – არა მხო­ლოდ ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა და მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

ამი­ტომ, ქ-ნო დალი, მი­ნი­მუმ, უნდა გრცხვე­ნო­დეთ, რო­დე­საც სხვის იდე­ას და სხვის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მეს სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბად იჩე­მებთ. მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ამა­ვე საქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს­გან და­ფი­ნან­სე­ბას ითხოვთ.

ვის ამო­ე­ფა­რე­ბით, ვის ზო­მებ­ზე შე­კე­რავთ ნა­მუ­შევ­რებს და ვის მიჰ­ყი­დით – ჩემ­თვის ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

მე ვიცი სი­მარ­თლე. ვიცი, ვის გა­უჩ­ნდა ეს იდეა. ვიცი, ვინ შექ­მნა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ექ­ტი. ვიცი, ვინ იდგა ამ ქა­ლე­ბის გვერ­დით მა­შინ, როცა მათ ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­დათ.

და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ – ამ სა­კითხს ასე არ დავ­ტო­ვებ”, – აღნიშნა ნათია შათირიშვილმა.