წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს – ინფორმაციას საგამოძიებო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, გაასაღეს საერთო ჯამში 188 900 აშშ დოლარის ოდენობის 1 889 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით – აღნიშნულია ინფორმაციაში.