„ღარიბაშვილმა კოდუას ვენაში ჩააკითხა და ეს გარიგება შესთავაზა” – ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს!

2 hours ago 1

ირაკლი კოდუა წლების წინ ვენაში იმყოფებოდა, სადაც მას, არსებული ცნობებით, შესთავაზეს საპროცესო გარიგება.

კოდუას ევალებოდა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საქმეებზე გარკვეული ჩვენებების მიცემა. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, ერთ-ერთი პირობა იყო მისთვის თანამდებობის აღდგენა და საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა. ამ პროცესში ირაკლი კოდუა უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რასაც დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული გავლენები ექნებოდა.

“სა­ბამ უნდა იცო­დეს, რომ მას ჰყავს ძა­ლი­ან კარ­გი მამა, რო­მელ­საც ის ძა­ლი­ან უყ­ვარს…

სა­ბას რო­დე­საც კი­თხვა და­უს­ვია მა­მა­ზე, პა­სუ­ხიც მი­უ­ღია… იცის, რომ მა­მა­მისს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ვე­ნა­ში ჩა­ა­კი­თხა და შეს­თა­ვა­ზა საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა, რის სანაც­ვლო­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის ხელი უნდა და­ე­დო რა­ღაც საქ­მე­ებ­ში, მა­შინ ეთა­ნამ­შრომ­ლა მა­შინ­დელ ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან, დღეს ირაკ­ლი კო­დუა, იქნე­ბო­და ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. იმი­ტომ რომ ეს პი­რო­ბაც იყო ამ გა­რი­გე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბი­სას, ანუ მისი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ მოხ­დე­ბო­და მისი აღ­დგე­ნა და ქვეყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

ერ­თია მისი წარ­სუ­ლი და მე­ო­რეა რა­ტომ და­ი­წყეს მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა, მან უარი თქვა ასე­თი ტი­პის ჩვე­ნე­ბა­ზე და მერე და­ი­წყეს საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა”, – ამბობს კუდუას ყოფილი მეუღლე, ნანუკა ჟორჟოლიანი ვიკა ბუ­კი­ას გა­და­ცე­მა­ში “ფილტრის გა­რე­შე”.

სრულად წაკითხვა