“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე მძიმე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ლობისტების რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით:
“არ მოეწონათ თურმე სხვისი ჩარევა, ჯერ სად ხართ? თქვენს ქვეყნებში, უცხოეთიდან რევოლუციის დაფინანსებებს რომ დაიწყებენ, მერე გნახავთ გამწარებულებს, როგორც აქ გინდოდათ აგერიათ! თქვენ და თქვენს შვილებს რომ დაასანქცირებენ, მაშინ მიხვდებით რა გოთვერნებიც ყოფილხართ! ამიტომ, ყველაფერი კიდევ წინ გაქვთ და სამართლიანი იქნება!
ქართველების უპატივცემულობა არავის შერჩენია და არც შერჩება! იხრწნება ევროპა და დღითიდღე უარესობისკენ მიდის! აღარაფერია იქ ისეთი, რაც თავისუფლებას, სიმართლეს, ადამიანის უფლებებს ემსახურება! დარჩნენ გაფარჩაკებული კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოტყუებული და გაღარიბებული ევროპელი მოსახლეობა! პრინციპში რაღა ევროპული, უფრო მიგრანტებით დასახლებული ქალაქები! ახია თქვენზე👌🏼“, – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: ევროპარლამენტი, ევროკავშირის ტერიტორიაზე, დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარების მიზნით, ლობისტების რეესტრის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს, შესაბმისად გაჩნდება ვალდებულება, გრანტების წარმომავლობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაციების საჯაროობაზე.

3 days ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·