სს “თელასი”: 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის გლდანის რაიონის კონკრეტულ უბნებში

1 day ago 4

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ,,ა’’ მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის, ხევძმარის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, ილია ვეკუას, სანდრო ახმეტელის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად წაკითხვა