
2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.1 მლნ აშშ დოლარი (857.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უცხოეთიდან ფულადი გზავნილების 96,6% იმ 26 უდიდეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მიმდინარე წლის აპრილში თითოეული ქვეყნის შემთხვევაში 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. შარშან ამავე პერიოდში ამ ქვეყნების წილი 96,4% იყო.
ეროვნული ბანკის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აპრილში გზავნილების მაქსიმალური წილი – 44.5% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, რაც თანხობრივად 141.5 მლნ აშშ დოლარს უდრის; წლიური ზრდის ტემპი 6.8%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა საქართველოში იტალიიდან (53,42 მლნ აშშ დოლარი), გერმანიიდან (28,61 მლნ აშშ დოლარი) და საბერძნეთიდან (25.44 მლნ აშშ დოლარი) გადმოირიცხა.
ამასთან, აშშ-იდან (58 მლნ აშშ დოლარი) და ისრაელიდან (27,24 მლნ აშშ დოლარი) ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, აპრილში აშშ-დან 8.0%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.9%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

2026 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მლნ აშშ დოლარი (94.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის აპრილის (31.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.
ნანა ძნელაძე

5 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·