სუსი: დავაკავეთ პირი, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით მოტყუებით 11 300 ლარი აიღო

1 hour ago 2

სუსი აცხადებს, რომ დააკავეს "ძალოვანი სტრუქტურის" ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სუსის უფროსის გელა გელაძის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით ციხეში მყოფი ორი ბრალდებულის ოჯახებისგან 11 ათას 300 ლარი აიღო.

ბრალდებული მათ გათავისუფლებას და შემდეგ საპროცესო შეთანხმებას დაჰპირდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რომელი სისხლის სამართლის საქმის ბრალდებულებზეა საუბარი.

რომელი "ძალოვანი უწყების" ყოფილ თანამშრომელზეა საუბარი; ასევე არც ის, ვინ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს "თაღლითობის საქმეზე" და როდის მოხდა ფაქტი.

უწყების თანახმად "გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

რადიო თავისუფლება დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

სრულად წაკითხვა