"ფენერბაჰჩეში ჩემი გადასვლა კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა იყო" - მოურინიო

2 weeks ago 13

„ბენფიკამ“ გულშემატკივრებს ახალი მთავარი მწვრთნელი — ჟოზე მოურინიო წარუდგინა. 62 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა „ფენერბაჰჩეში“ გადასვლა იყო, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იქაც ბოლომდე იხარჯებოდა.

მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს ვხელმძღვანელობ. წარსულს არ ვნანობ, მაგრამ ახლა უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე ოდესმე“, — განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, „ბენფიკამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მოულოდნელად „ყარაბაღთან“ წააგო, რის შემდეგაც ბრუნო ლაჟემ გუნდი დატოვა და მას „განსაკუთრებული“ ჩაუდგა სათავეში.

სრულად წაკითხვა