მოულოდნელი პასუხი - ვინ დაასახელა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად?

1 day ago 6

"პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ყოფილი გუნდის, "ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებთან ტურნირის ფავორიტებზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, კატალონიური კლუბი კვლავაც ყველაზე სტაბილური და გამოკვეთილი სათამაშო სტილით გამორჩეული გუნდია:

"ჩემთვის „ბარსელონა“ მთავარი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ისინი ბრწყინვალედ თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ახლა დაიწყო. ცოტაა ისეთი კლუბი, რომელსაც ამდენად მკაფიო იდენტურობა აქვს. გაიხსენეთ, რომელ ადგილზე დავასრულეთ ჩვენ გასულ სეზონში ჯგუფური ეტაპი,“ – აღნიშნა ენრიკემ.

მიუხედავად გამარჯვებისა, ფრანგული გრანდის თავკაცი საკუთარ გუნდზეც ოპტიმისტურად საუბრობს:

„ეჭვი არ მეპარება, რომ „ბარსელონა“ ტიტულისთვის მთავარი პრეტენდენტია, თუმცა იმედია, ჩვენც იმავე დონეზე ვიქნებით. ნამდვილი ბრძოლა პლეი ოფიდან იწყება — იქ გამოჩნდება, ვინ როგორ თამაშობს,“ – დასძინა ლუის ენრიკემ.

პარიზელებმა "ბარსელონა“ 2:1 დაამარცხეს, რაც პარიზულ კლუბს ჯგუფში ლიდერობის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა თავად ენრიკეს თქმით, მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის.

სრულად წაკითხვა